მეცნიერები მუშაობენ ტექნოლოგიაზე, რომელიც სიზმრების კონტროლის საშუალებას მოგვცემს
ძილში აქტივობებზე გიფიქრიათ? თუ არა, დროა დაფიქრდეთ.
ტექ სტარტაპი Prophetic საინტერესო ტექნოლოგიაზე მუშაობს, რომელიც ძილის დროს შეგნებული მოქმედებების შესაძლებლობას მოგვცემს.
საუბარია ე.წ. "ჰალო"-ზე, სპეციალურ ჩაფხუტზე, რომელიც ლუციდური სიზმრების წარმოებაში დაგვეხმარება. ეს სიზმრის ის მდგომარეობაა, რა დროსაც ადამიანი აცნობიერებს რომ სძინავს — პოტენციურად ასეთი სიმზრების კონტროლი შეიძლება.
ასევე: ძილის მეცნიერება — რატომ გვძინავს და რა ხდება ამ დროს ჩვენს ორგანიზმში
ლუციდური სიზმარი არის ტვინის მდგომარეობა REM ძილსა და სიფხიზლეს შორის. მკვლევრებმა ზუსტად არ იციან რატომ და როგორ ჩნდება მსგავსი სიზმრები, მაგრამ კვლევები მიუთითებს, რომ ტვინის პრეფრონტალური და პარიეტალური რეგიონები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ასეთ დროს.
ლუციდური სიზმრების "სპეციალისტებს" ნაწილობრივ თავისი სიზმრების კონტროლი შეუძლიათ, რა დროსაც ისინი სიზმრის სცენარს მართავენ. ასეთი სიზმრები რაღაცით ვირტუალურ რეალობასა და ჰიპერრეალისტურ ვიდეო თამაშებს ჰგავს, სადაც შემოქმედი თავად მოქმედი პერსონაჟი შეიძლება იყოს. თეორიულად მსგავსი სიზმრების მართვა უდიდესი პოტენციალის მქონეა და მისი გამოყენება ყველაფრისთვის შეიძლება.
ასევე: რატომ ვხედავთ სიზმრებს და რა ხდება ამ დროს ჩვენს გონებაში — მეცნიერება სიზმრებზე
"სიტყვით გამოსასვლელად მომზადება, მათემატიკის ამოცანების გადაჭრა ან სულაც თქვენი რომანის გაუგებარი დასასრულის ვიზუალიზაცია, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია რაც თეორიულად ლუციდური სიმზრისას შეგიძლიათ. ასეთ სიზმარში ერთადერთი შემზღუდავი თქვენი ფანტაზია თუ იქნება", — განუცხადა Fortune-ს ერიკ ვოლბერგმა, Prophetic-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.
ჩაფხუტის შემქმნელი აფშინ მეჰინია. ეს ადამიანი დგას Neuralink-ის ტვინის იმპლანტის უკანაც. ის მუშაობს ულტრაბგერითი ტალღების ფოკუსირებული იმპულსების გამოთავისუფლებზე და ეს ტვინის იმ რეგიონში, რომელიც ლუციდურ სიზმრებთანაა დაკავშირებული.
ის ასევე სწავლობს რეგიონებს, რომლებიც ჩართულნი არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად, ლუციდური სიზმრის გამოწვევისას თქვენ მისი კონტროლი კიდევ უფრო შეგეძლებათ.
"ჩვენ გვინდა სიზმრების კონტროლი და ამას შევძლებთ", — თქვა ვოლბერგმა.
ვოლბერგის თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ ტვინის დამატებითი სტიმულაცია, ტვინს სიზმრების კონტროლის შესაძლებლობას ნამდვილად აძლევს. სტარტაპში კვლევებს აგრძელებენ და პირველი პროდუქტის გამოშვებას 2025 წლისთვის გეგმავენ. რაც შეეხება ღირებულებას, სტარტაპში ამბობენ, რომ ტექნოლოგიის შეძენა დაახლოებით 2 000 დოლარის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.
კომენტარები