Touch Summit-მა სრული პროგრამა და ვორქშოფები დააანონსა
თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ გადაწყვეტილი, გახდეთ თუ არა Touch Summit-23-ის მონაწილე, მაშინ გირჩევთ გაეცნოთ ღონისძიების სრულ აჯენდას.
კავკასიის რეგიონის უდიდესი ტექნოლოგიური კონფერენცია, წლის შემაჯამებელი ტექნოლოგიური სამიტი — TOUCH23 ტრადიციულად რუსთაველის თეატრში, 7 და 8 დეკემბერს გაიმართება.
წელს სამიტს 3 სცენა და 6 მთავარი თემა აქვს:
- დიზაინი
- ბიზნესი
- ტექნოლოგიები
- მომავალი
- სტარტაპები
- ინვესტიციები
სწორედ ეს თემებია განაწილებული 3 სცენაზე. ჯამში პროგრამა მოიცავს 50-ზე მეტ სპიკერს, 70-ზე მეტ სესიას, 7 ვორქშოფს და რაც წელს ახალია, ყველა დელეგატს ექნება შესაძლებლობა ინდივიდუალური მენტორშიფ სესია ჩანიშნოს ყველა მოწვეულ ესქპერტთან.
სრულ პროგრამას ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ — https://touch.ge/touch23/agenda
წელს 7 ვორქშოფი იქნება დელეგატებისთვის ხელმისაწვდომი, რომელზე რეგისტრაციაც უკვე დაიწყო და გირჩევთ იჩქაროთ, რადგან ადგილები შეზღუდულია.
- Prototyping spatial design for Quest with Bezi - Sergyi Voronov, META
- Pitch Deck Design - Gleb Maltsev, Fundwise
- Unintended design consequences: Examining the long-term impact of a possibly great idea - Ida Persson, IDEO
- Digital Technologies by CERN - Lasha Sharmazanashvili, CERN
- How to create targeted offers for more than 1 300 000 digitally active users in Bank of Georgia Ads Manager - Giorgi Kobiashvili, Bank of Georgia
- Fix Your Value Proposition or Fail! How to convince your prospects to buy what you’re, selling - Zoltan Vardy, Launch Code, UK
- Fundraising 101 by Trustventure - Meggi Paruryan, TrustVenture
ყველა დელეგატს სასიამოვნო საჩუქარი გაუმზადეს ორგანიზატორებმა; მათ პერსონალური პოსტერი ელოდებათ, რომელიც შეუძლიათ ჩამოწერონ და გააზიარონ საკუთარ სოციალურ ქსელების ანგარიშებზე.
ჯერ თუ არ შეგიძენიათ სამიტის ბილეთი, შეგახსენებთ, რომ ხვალ ღამის 12-დან ფასები მაღლა იწევს - https://touch.ge/touch23/get-pass
კომენტარები