თხილეული სპერმის ხარისხს აუმჯობესებს — კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, თხილეულის მიღება სპერმის ხარისხზე დადებითად მოქმედებს. Advances in Nutrition-ში გამოქვეყნებული ნაშრომი, პირველია, რომელმაც თხილეულსა და ნაყოფიერებას შორის პირდაპირი კავშირი შეისწავლა. კვლევამ მოიცვა, როგორც ქალები ისე კაცები.
მკვლევრებმა ნაშრომის ფარგლებში ოთხი კვლევა გააანალიზეს. აქედან ორი კვლევა აკვირდებოდა კაცებს, რომლებიც დღიურად 60 გრამ თხილეულს იღებდნენ. შედეგად, შედარებული იყო მათი მდგომარეობა იმ კაცებთან, რომლებიც თხილეულს არ ჭამდნენ.
შედეგებმა აჩვენა, რომ თხილის მჭამელებს უკეთესი ხარისხის სპერმა ჰქონდათ, ვიდრე მათ ვინც თხილეულს არ მოიხმარდა.
მკვლევრების თქმით, საუბარია თხილეულზე, რომელიც არ არის დამარილებული ან ტკბილი.
დოქტორმა ბარბარა კარდოსომ, კვლევის ავტორმა და მონაშის უნივერსიტეტის ექსპერტმა აღნიშნა, რომ თხილის მოხმარება არ იყო დაკავშირებული ცხოვრების სტილის სხვა ფაქტორებთან — მაგალითად, ფიზიკურ აქტივობასთან
"კვლევაში მონაწილეები იყენებდნენ დასავლური სტილის დიეტას, რომელიც ბოლომდე ჯანსაღი არ იყო. ეს ნიშნავს, რომ მათ რეგულარულ რაციონში თხილის დამატებამ დადებითი გავლენა მოახდინა", — თქვა კარდოსომ.
კარდოსომ აღნიშნა, რომ ეს შედეგები საინტერესოა და ახლა კიდევ უფრო მეტი კვლევაა საჭირო. მას სურს თხილეულის ეფექტი ქალებზე გამოიკვლიოს.
კვლევაში ნათქვამია, რომ თხილი მდიდარია ისეთი საკვები ნივთიერებებით, რომლებსაც შეუძლიათ გააუმჯობესონ რეპროდუქციული ჯანმრთელობა. ესენია ომეგა-3 ცხიმები, ვიტამინები, მინერალები და ანტიოქსიდანტები.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კაცებში სპერის ხარისხის გასაუმჯობესებლად დღეში სულ რაღაც ორი მუჭა თხილეულის ჭამა საკმარისი იყო.
კომენტარები