Cryptal პირველი ქართული კრიპტობირჟა გახდა, რომელიც ამიერიდან საერთაშორისო პლატფორმა coingecko.com-ზე შეგხვდებათ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული კრიპტოკომპანია ამ ავტორიტეტულ საერთაშორისო პლატფორმაზე გამოჩნდა.

CoinGecko ერთ-ერთი უმთავრესი პლატფორმაა, რომელზეც კრიპტომოთამაშეებისა თუ ვალუტების აღრიცხვა-კატალოგიზება ხდება შესაბამისი სტანდარტების შესაბამისად. გარდა სხვა მონაცემებისა, მასზე კრიპტოვალუტის ფასებისა თუ სხვადასხვა ბირჟის შესახებ ამომწურავი ინფორმაციაა თავმოყრილი.

აღნიშნულ პლატფორმაზე მოხვედრა როგორც თავად Cryptal-ის ცნობადობასა და სანდოობას გაზრდის, ასევე საქართველოსაც წარმოაჩენს საერთაშორისო ბაზარზე, როგორც კრიპტოვალუტაზე კარგად ადაპტირებულ ლოკაციას.

CoinGecko-ზე მოხვედრამ არაერთი სარგებელი შეიძლება მოიტანოს:

  • გაზრდილი ცნობადობა და წარმოჩინება — პროდუქტის განთავსება მარტივი არაა ისეთ სანდო გლობალურ პლატფორმაზე, როგორიც CoinGecko-ა. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო. გაღებული ძალისხმევის ფასად Cryptal-ს უფრო ფართო აუდიტორია გაიცნობს როგორც კომპანიას, რომელიც შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებს.
  • რეპუტაციული სარგებელი — პლატფორმა საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევს გამჭვირვალობასა და სანდოობას. კრიპტალმა სრულად დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა თუ რეგულაცია და შეძლო, როგორც ქართული კომპანია, მსოფლიოს წამყვანი ბირჟების გვერდით დამდგარიყო. საგულისხმოა, რომ კრიპტოინდუსტრიაში რეპუტაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რეპუტაციისა და სანდოობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საბუთი კი სწორედ Coingecko-ს მსგავს პლატფორმებზე არსებობაა.
  • ინფორმაციის მიმოცვლა და გამჭვირვალობა — CoinGecko-ზე სრულფასოვანი ინტეგრაცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს, ბირჟების შესახებ სრულ ინფორმაციას (როგორც ტრანზაქციების, ასევე კომპანიის ზოგად ინფორმაციას) მუდმივ რეჟიმში ადევნონ თვალი. შესაბამისად, ეს კრიპტალს საშუალებას აძლევს, გაცილებით დიდ გლობალურ აუდიტორიას მისწვდეს, თანაც ახალი, სანდო და რეპუტაციული გზით.

აღსანიშნავია, რომ Cryptal ჯერჯერობით ასევე ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც Coinmarketcap-ზეც, ანუ მეორე უმსხვილეს პლატფორმაზეც, შეგხვდებათ.

რეალურად, CoinGecko და Coinmarketcap ორი მთავარი პლატფორმაა, რომელზეც სხვადასხვა პროცედურის შესაბამისად კრიპტომოთამაშეებისა თუ ვალუტების აღრიცხვა-კატალოგიზება ხდება. სწორედ ეს სტანდარტები ქმნის მსოფლიოს წამყვანი კრიპტობირჟებისა თუ პლატფორმების სანდოობას, უსაფრთხოებასა და რეპუტაციას.

ამ საერთაშორისო პლატფორმების მხრიდან აღიარება არამხოლოდ კრიპტალისთვის არის მნიშვნელოვანი მიღწევა, არამედ მთლიანად ქართული კრიპტოინდუსტრიისთვისაც — ეს ადგილობრივი ინდუსტრიის მიმართ კიდევ უფრო დიდ ინტერესსა და ნდობას გააჩენს; აღნიშნულ პლატფორმებზე მოხვედრა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია იმისთვისაც, რომ საქართველო მომავლის გლობალურ ეკონომიკასთან ადაპტირდეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.