DataFest Tbilisi 2023 დაიწყო — მასშტაბური ფესტივალი მონაცემებისა და ვიზუალიზაციის შესახებ
DataFest Tbilisi 2023, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით მონაცემთა უდიდესი ფესტივალია, წელს უკვე მეშვიდედ, 9-11 ნოემბერს ჩატარდება.
ფესტივალი ყოველწლიურად თავს უყრის იმ ადამიანებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მონაცემთა მეცნიერებასთან და ვიზუალიზასთან – მარკეტერებს, ფინანსისტებს, დეველოპერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს, დიზაინერებს, სტარტაპერებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და სახელმწიფო მართვის სპეციალისტებს.
ფესტივალმა 2017 წლიდან დღემდე 80-მდე ქვეყნიდან 4 ათასზე მეტ მონაწილეს, 200-ზე მეტ ვორქშოფსა და სპიკერს უმასპინძლა, მათ შორის, ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: Google, Meta, და Amazon.
ორგანიზატორი ორგანიზაცია ForSet გეგმავს, რომ გასული წლების მსგავსად, ფესტივალის სცენა გამოიყენოს მნიშვნელოვან პლატფორმად, მწვავე გლობალური თუ ლოკალური პრობლემების წარმოსაჩენად.
წლევანდელი ფესტივალის თემებია:
- მონაცემთა მეცნიერება, ხელოვნური ინტელექტი მისი ეთიკურად გამოყენება;
- მონაცემთა აქტივიზმი და ღია მმართველობა;
- დეზინფორმაცია და არჩევნები;
- კლიმატი და გარემოსდაცვითი მონაცემები.
ფესტივალზე სპიკერებად მოწვეულები არიან მონაცემთა ვიზუალიზაციის და ტექნოლოგიის სფეროს წამყვანი ექსპერტები ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა Flourish, Canva, Chatham House, Macaw.
DataFest Tbilisi 2023-ის ორგანიზატორია ForSet — არასამთავრობო ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტოს, დიზაინის სტუდიისა და დეველოპერული კომპანიის უნიკალური ჰიბრიდი. ორგანიზაციის მიზანი მონაცემების, დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, ევროპის საბჭო, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამა, ZINC NETWORK.
პარტნიორები არიან: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, გრანთ თორნთონ საქართველო, Alliance of Democracies, National Endowment for Democracy, Open Government Partnership.
მხარდამჭერები არიან: Making Science Sweeft, ოპტიო, ტერმინალი, სმარტ აკადემია, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, askgov.ge და ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამა.
მედიაპარტნიორები: NEXT.On.ge, marketer.ge, Business Media, dev.ge, entrepreneur.ge
კომენტარები