10 ყველაზე სწრაფი ცხოველი დედამიწაზე
დაფიხრებულხართ, რომელი ცხოველია დედამიწაზე ყველაზე სწრაფი? მოდით ვნახოთ.
იმისთვის, რომ ჩვენი სია უფრო საინტერესო იყოს, სტატიაში შევიყვანთ ხმელეთის, წყლისა და ჰაერის ცხოვლებს. ეს იმიტომ, რომ უმეტეს წილად ყველაზე სწრაფი არსებები ფრინველები არიან — ჩვენ კი მრავალფეროვნება გვინდა!
სანამ სხვა ცოხველებზე გადავიდოდეთ, გავიხსენოთ ჩვენი სახეობის შესაძლებლობებიც. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ადამიანი უსეინ ბოლტია. სირბილისას მისი საშუალო სიჩქარე 37,58კმ/სთ-ია.
10. დავიწყოთ რეპტილიებით
გაიცანით Perentie, ყველაზე სწრაფი რეპტილია დედამიწაზე. მას საათში 40კმ/სთ-ის სიჩქარის განვითარება შეუძლია.
ამ რეპტილიას სირბილისას ოთხივე ფეხის გამოყენება შეუძლია. მიუხედავად ამისა, ასეთ დროს ის ძირითადად აქცენტს მაინც უკანა ფეხებზე აკეთებს.
9. სირაქლემა — ყველაზე სწრაფი ორფეხა ცხოველი
სირაქლემა ჩვენს სიაში იმიტომ მოხვდა, რომ ის ორ ფეხზე მოსიარულეთაგან ყველაზე სწრაფია.
შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ ერთი შეხედვით ეს მოუქნელი არსება 95კმ/სთ-ს ავითარებს.
8. იალქნოსანი თევზი
იალქნოსანი თევზის რეკორდი ისაა, რომ ის თევზებში მეორე ყველაზე სწრაფი სახეობაა. იალქნოსაი თევზი 108კმ/სთ-ს ავითარებს.
7. ავაზა
ავაზა ხმელეთზე მოსიარულე ცხოველებიდან ყველაზე სწრაფია. მოკლე მანძილზე მას საათში 120-კილომეტრის სიჩქარის განვითარება შეუძლია.
უნდა აღინიშნოს, რომ ავაზას მსგავსი სიჩქარის შენარჩუნება დაახლოებით წუთის განმავლობაში შეუძლია. ევოლუციამ მას ეს უპირატესობა ჩასაფრებებისა და მოულოდნელი თავდასხმების განსახორციელებლად მისცა.
6. შავი მარლინი
და აი ისიც, თევზებში ყველაზე სწრაფი სახეობის გამოვლენის ჯერიც მოვიდა.
მისი სიჩქარე 129კმ/სთ-ია და როგორც ფოტოდანაც ხედავთ ზომითაც გამოირჩევა.
5. Horsefly — მაწუხელასებრნი
ესეც ყველაზე სწრაფი მწერი. მას 145კმ/სთ-თი მოძრაობა შეუძლია.
კონკრეტული სახეობის მდედრი სისხლზე ნადირობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენთვის მამრი უფრო საინტერესოა.
და რაში სჭირდება მას ესეთი სიჩქარე? მკვლევრების თქმით, მწერი მდედრებს გასანაყოფიერებლად დასდევს და ასეთი სიჩქარე მას სწორედ ამისთვის სჭირდება.
4. მექსიკური თავისუფალი კუდიანი ღამურა
ამჯერად ყველაზე სწრაფ ძუძუმწოვარის ჯერია.
მკვლევრებმა თვითმფრინავის თვალთვალის მოწყობილობის გამოყენებით ამ ღამურების ფრენის სიჩქარე გაზომეს. შედეგები შთამბეჭდავია, დედამიწაზე ყველაზე სწრაფ ძუძუმწოვარს საათში 160 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.
საშუალო ზომის ეს ღამურა ფართოდ გავრცელებული სახეობაა და მას ყველაზე ხშირად ჩრდილოეთ ამერიკაში ვხვდებით.
3. კუდნემსა ნამგალა
და აი დიდი სამეულიც!
კუდნემსა ნამგალა ჰორიზონტალური ფრენის ჩემპიონია. მას 169კმ/სთ-ის სიჩქარის განვითარება შეუძლია.
ეს არსება მსგავსი სიჩქარის განსავითარებლად დედამიწის გრავიტაციას არ იყენებს და ამ მხრივ ყველაზე სწრაფიცაა.
2. მთის არწივი
მთის არწივი ჩვენს სიაში მეორე ადგილზეა. ამჯერად საუბარი გვაქვს ვერტიკალურ დაშვებაზე.
დიახ, ეს ფრინველი დედამიწის გრავიტაციას იყენებს და სწორედ ამიტომ 290კმ/სთ-ს აღწევს.
სისწრაფესთან ერთად მთის არწივი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სასტიკი მტაცებელი ფრინველია.
1. შავარდენი
გამარჯვებულის ჯერია!
გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, ყველაზე დიდი სიჩქარე, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა ცოცხალი არსების მიერ, 1999 წელს შავარდენს ეკუთნის. ვერტიკალური ფრენისას შავარდენმა 320კმ/სთ განავითარა.
თუმცა, არის კვლევები, რომლის მიხედვითაც შავარდენს 389კმ/სთ-ის განვითარებაც შეუძლია.
კომენტარები