მასკის თქმით, ვიკიპედიას სახელის შეცვლისთვის მილიარდ დოლარს გადაუხდის
როგორც ჩანს, ილონ მასკმა მოიწყინა და ახლა ვიკიპედიას შეუტია. მილიარდელის თქმით, ის მზადაა ვიკიპედიას მილიარდი დოლარი გადაუხადოს თუ ის სახელს შეიცვლის.
"მე მათ მილიარდ დოლარს მივცემ თუ სახელი Dickipedia-თი შეიცვლება", — დაწერა მასკმა X-ზე.
აშკარაა ამით მასკი ონლაინ ენციკლოპედიას შეურაცხყოფას აყენებს და მას დასცინის.
"როდესმე დაფიქრებულხართ, რატომ უნდა ფონდ ვიკიმედიას ამდენი ფული? რა თქმა უნდა, მათ ეს ფული არ სჭირდებათ. ამ საიტის მუშაობისთვის თქვენ ხართ საჭირო. მაშ, სად მიდის ეს ფული?", — აღნიშნა მასკმა.
თუმცა, როგორც მასკს X-ის მომხმარებლებმა უპასუხეს, ვიკიმედია საკმაოდ გამჭვირვალეა იმის შესახებ, თუ რაში იხარჯება მისი ფინანსები.
მასკის შენიშვნის მიუხედავად, ვიკიპედიის მსგავსი მასშტაბური პლატფორმის მართვა, რომელიც ღიაა და უფასოა ყველასთვის, არ არის მარტივი საქმე. ერთია ტექსტის განთავსება და მეორე წარმოუდგენლად მაღალი ტრაფიკის ეფექტურად მართვა.
როგორც ვიკიმედია განმარტავს, მისი ბიუჯეტის დაახლოებით 43 პროცენტი ვებ-საიტების მხარდაჭერაზე იხარჯება.
ვიკიმედიის თანახმად, მისი ბიუჯეტის დანარჩენი ნაწილი მიდის ავტორების, რედაქტორებისა და სხვა მოხალისეების მხარდაჭერაზე. ამასთან, ფული იხარჯება ადმინისტრაციულ ამოცანებსა და შემდგომ პროექტებზე.
გასათვალისწინებელია, რომ მასკს ვიკიპედიის დამფუძნებელ ჯიმი უელსთან არც ის კარგი ურთიერთობა აქვს. შესაბამისად, ეს გვაფიქრებინებს, რომ მასკი ვიკიპედიისთვის თანხის გადახდაზე საერთოდ არ ფიქრობს და ამით უბრალოდ საიტის ადმინისტრაციისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობს.
კომენტარები