საფონდო ბირჟები ერთი შეხედვით რთულ და გაუგებარ ადგილებად თუ გეჩვენება, არ გაგიკვირდეს, რადგან შენ მარტო არ ხარ — ასე მიიჩნევს ბევრი ადამიანი. თუმცა, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან რეალურად ინვესტიციები ყველასთვის ძალიან მარტივად არის ხელმისაწვდომი.

ვიდრე საინვესტიციო საკითხების განხილვაზე გადავიდოდეთ, გეტყვით, რომ საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის ფარგლებში აქციებით ვაჭრობის ძირითადი წესების გაცნობა შეგიძლია. ამასთან, გაითვალისწინე, რომ კურსის სრულად გავლის შემდეგ პირველი 3 000 მომხმარებელი მობილბანკში საინვესტიციო ანგარიშის გახსნისას საჩუქრად 10 დოლარსაც მიიღებს.

ბიზნესკურსში განხილულ ზოგიერთ საკითხზე ამ სტატიის მომდევნო ნაწილშიც მოგიყვებით. გამოგვყევი და გაიგე: როგორ, რატომ და როდის უნდა დაიწყო ინვესტირება იმისათვის, რომ სამომავლოდ საკუთარი კაპიტალის გაზრდა შეძლო და გამდიდრდე.

რატომ უნდა დაიწყო ინვესტირება

ინვესტორები ამბობენ, რომ ასაკის მატებასთან ერთად ფულთან დამოკიდებულების საკითხზე ყველამ უნდა იფიქროს. ანალიტიკოსების თქმით, ინვესტირება ჩვენს ფულს საკუთარ თავზე მუშაობისა და ჩვენთვის ქონების გაზრდის საშუალებას აძლევს.

ყველას გვესმის, რომ დაზოგვა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, როგორც გამოცდილი ინვესტორები გვირჩევენ, აქციებში ფულის დაბანდება გამდიდრების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

მაგალითისთვის: 2010 წელს ბანკის დეპოზიტზე 1 000 დოლარი რომ შეგენახა, 10 წლის შემდეგ შენი შემოსავალი დაახლოებით 480 დოლარი იქნებოდა. იგივე თანხის S&P 500-ში ინვესტირების შემთხვევაში კი სარგებელი 5-ჯერ უფრო მეტი გამოვიდოდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, არასწორია იმის თქმა, რომ ინვესტირება მხოლოდ მდიდრებისთვის არის. მათი თქმით, ეს საქმე მათთვისაა, ვისაც გამდიდრება სურს. საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა მცირედი თანხითაც შესაძლებელია. ისინი გვირჩევენ, რომ დავიწყოთ თუნდაც პატარა თანხებით, მაგრამ დავიწყოთ ახლა. ამასთან, შესაძლებელია ნაწილობრივი აქციების შეძენაც, რაც შესანიშნავი საშუალებაა იმისთვის, რომ ნებისმიერი კომპანიის აქციის ნებისმიერი თანხით შეძენა შევძლოთ.

თუ ვერ შეძლებთ, რომ იპოვოთ გზა გამოიმუშაოთ ფული ძილშიც, ასეთ შემთხვევაში ცხოვრების ბოლომდე მუშაობა მოგიწევთ

უორენ ბაფეტი

როგორ გამოვიმუშაოთ ფული საფონდო ბირჟაზე

საფონდო ბირჟებზე ვაჭრობისას ფულის გამომუშავების ორი გზა არსებობს. პირველი აქციის ფასის ზრდიდან მიღებული მოგებაა, ხოლო მეორე — კომპანიის მიერ ჩარიცხული დივიდენდი.

მარტივად: თუ შენ კომპანიის ერთ აქციას 100 დოლარად შეიძენ და შემდეგ 110 დოლარად გაყიდი, შენ მიერ მიღებული მოგება 10 დოლარი იქნება.

ამასთან, როგორც უკვე ვახსენეთ, საფონდო ბირჟაზე ფულის გამომუშავების კიდევ ერთი გზა დივიდენდის მიღებაა. დივიდენდი კომპანიის მხრიდან მისი აქციონერებისთვის განაწილებულ მოგებას ეწოდება. როგორც წესი, დივიდენდს კომპანიები წელიწადში ან კვარტალში ერთხელ გასცემენ. დივიდენდის გადამხდელები შედარებით მსხვილი და დამკვიდრებული კომპანიები არიან, ხოლო დამწყები კომპანიები ამჯობინებენ, რომ მოგება საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმარონ.

როგორ დავიწყოთ ინვესტირება საქართველოს ბანკის ინვესტიციებით

როგორც ცნობილია, საქართველოს ბანკის მობილბანკის საშუალებით ყველას შეუძლია ძალიან მარტივად გახდეს უმსხვილესი კომპანიების აქციონერი. ინვესტიციების პლატფორმაზე ამერიკის ბირჟებიდან 6 000-მდე ფინანსური ინსტრუმენტია განთავსებული და მათი ყიდვა ყველასთვის ხელმისაწვდომია.

მობილბანკში საინვესტიციო ანგარიშის გახსნა ძალიან მარტივია და ამისთვის სულ რამდენიმე წუთია საჭირო. ანგარიშის გახსნისთვის დეტალური ინსტრუქცია შეგიძლია იხილო აქ.


გაიარე საქართველოს ბანკის ბიზნესკურსი, მოხვდი პირველ 3 000 მომხმარებელს შორის, გახსენი საინვესტიციო ანგარიში და მიიღე 10 დოლარი საჩუქრად. გამოცადე ინვესტიციები საქართველოს ბანკთან ერთად.

აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მობილბანკში აქციაა — 31 ოქტომბრამდე საინვესტიციო ანგარიშის გახსნა და ვაჭრობა შესაძლებელია საკომისიოს გარეშე, უფასოდ.

ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.