როგორ ჩამოყალიბდა კონტინენტები და რა როლი აქვს ამაში ალმასს
ადრეულ დედამიწაზე კონტინენტების ჩამოყალიბების საიდუმლოს გამოვლენა მკვლევრებმა უძველესი ალმასის ანალიზით შეძლეს.
უძველესი სუპერკონტინენტის რთული ისტორია
ეს ალმასები სუპერკონტინენტის გონდვანას საძირკველში 650-დან 450 მილიონი წლის წინ განვითარდა. სუპერკონტინენტი არის მიწის უდიდესი მასა, რომელიც რამდენიმე კონტინენტის გაერთიანებით ყალიბდება.
გონდვანა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უძველესი სუპერკონტინენტია. ის ნეოპროტეროზოურიდან კენოზოურ ეპოქამდე არსებობდა. ის შედგებოდა ხმელეთის იმ ნაწილისგან, რომელიც ახლა სამხრეთ ამერიკის, აფრიკის, ანტარქტიდის, ინდოეთის, ავსტრალიისა და არაბეთის ნახევარკუნძულებს მოიცავს.
და აი ახლა, ალმასებში არსებული პაწაწინა სილიკატებისა და სულფიდების იზოტოპურმა ანალიზმა აჩვენა თუ როგორ ჩამოყალიბდა ეს სუპერკონტინენტი.
"ასეთი ალმასები ძალზე იშვიათია და ახლა ჩვენ ვიცით, რომ მათ კონტინენტების ფორმირებაზე ბევრი რამის თქმა შეუძლიათ. ჩვენ ამ ბრილიანტების დათარიღება გვსურდა რითაც გავიგებდით თუ როგორ ჩამოყალიბდა ყველაზე ადრეული კონტინენტები", — თქვა დოქტორმა კარენ სმიტმა, ვიტსის გეომეცნიერებათა სკოლის წარმომადგენელმა და კვლევის ავტორმა.
ალმასი ერთ-ერთი ის იშვიათი მინერალია, რომელიც საკმარისად მდგრადია რათა დროს გაუძლოს. ის იმდენად გამძლეა, რომ სუპერკონტინენტების ცვლილებას უძლებს. რაც შეეხება კონტინენტების ჩამოყალიბებას, ამას დედამიწის ტექტონიკური ფილების მოძრაობა განაპირობებს.
კონკრეტულ შემთხვევაში ალმასის ანალიზმა აჩვენა, რომ ის გონდვინას ქვეშ დაახლოებით 650 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა.
რთული ისტორია, რომელიც უძველესი სუპერკონტინენტების წარმოშობაზე გვიყვება
ალმასმა დიდი გზა განვლო, რასაც მისი რთული ისტორია მოწომბს. სწორედ ეს ფაქტორი შეიძლება გამოვიყენოთ სუპერკონტინენტის წარმოშობისა და მისი ევოლუციის ბოლო ეტაპების დასადგენად.
საბოლოოდ, ვულკანურმა ამოფრქვევამ ალმასები დედამიწის ზედაპირზე ამოტყორცნა და ეს 90 მილიონი წლის წინ მოხდა. ბრილიანტთან ერთად მკვლევრებს ხელში ჩაუვარდათ ის საიდუმლო რაც სუპერკონტინენტის ფორმირებაზე გვიყვება.
"მსგავსი კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია. ამით ვიგებთ თუ როგორ ვითარდება და ფორმირდება კონტინენტები. კონტინენტების გარეშე სიცოცხლე არ იქნებოდა. ეს კვლევა გვაძლევს წარმოდგენას არა მხოლოდ იმაზე თუ როგორ ჩამოყალიბდა უძველესი კონტინენტი არამედ გვიყვება სიცოცხლის ევოლუციის შესახებ", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები