არქეოლოგებმა 2 000 წლის წინანდელი "მაკიაჟი" აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა უძველესი კოსმეტიკური და საიუველირო მაღაზია აღმოაჩინეს, რომელიც ათასობით წლით თარიღდება.
აღმოჩენა უძველეს ქალაქ აიზონოში გაკეთდა, რომელიც ძველი რომის პერიოდში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი იყო. ის ახლა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზეა.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს ნივთები, მათ შორის პარფიუმერიისა და მაკიაჟის ნარჩენები. არქეოლოგების თქმით, ამ ნივთებს ქალები 2 000 წლის წინ იყენებდნენ.
რა აღმოაჩინეს მკვლევრებმა?
არქეოლოგებმა იმ მაღაზიის ნარჩენებს მიაგნეს, რომელშიც, როგორც ისინი ამბობენ, სამკაულები და კოსმეტიკური პროდუქტები იყიდებოდა. მათ შორის უნდა ყოფილიყო სუნამოები და მაკიაჟი.
ადგილზე მათ სხვადასხვა მძივებსა და თმის სამაგრებს მიაგნეს. იქ იყო პარფიუმერიის ბოთლები და დიდი რაოდენობით ნაჭუჭები — რომლებიც გამოიყენებოდა როგორც კონტეინერი მაკიაჟის შესანახად.
ექსპერტებს გაუკვირდათ, რომ ადგილზე აღმოჩენილი მაკიაჟი შეიცავდა ნათელ ფერთა პიგმენტებს. სწორედ ასეთი ფერები გვხვდება დღესაც. ძირითადი ფერები იყო წითელი და ვარდისფერი.
კომენტარები