"აუცილებლობა არის ყველა გამოგონების მშობელი", — არსებობს ასეთი გამონათქვამი და ამ შემთხვევაში ეს ნამდვილად ასეა! ეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე საბრძოლო აღჭურვილობასთან გვაქვს.

ამის უახლესი მაგალითია უკრაინელი მეცნიერის მიერ შემუშავებული ახალი "უხილავი მოსასხამი", რომელიც უკრაინელებს დრონებისგან დაიცავს. როგორც inews იტყობინება, ახალი მოსასხამი, სახელწოდებით "ფანტომური კანი", ბუჩას მკვიდრმა შეიმუშავა.

დამალული

გამომგონებელმა ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, მაგრამ მისი ახალი მოსასხამი, სავარაუდოდ, უკვე ფრონტზეა. "მოსასხამი" დამზადებულია შავი პლასტიზირებული მასალისგან. მოსასხამი ადამიანის ან სამხედრო აღჭურვილობის მიერ სითბოს სიგნალების გამოსხივებას ახშობს, რაც მათ უხილავს ხდის ინფრაწითელი ან თერმული სენსორებისთვის.

ომმა აჩვენა, რომ კონფლიქტში დრონები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შესაბამისად, ეს დიდი უპირატესობა იქნება, რომელიც ახლა უკრაინის ხელშია.

ტექნოლოგიის ზუსტი შემადგენლობა საიდუმლოა, მაგრამ ცნობილია, რომ ის ნანოტექნოლოგიურ ნაერთებს შეიცავს, მათ შორის გრაფენს, რომელსაც სითბოს შთანთქმა შეუძლია.

მეცნიერს ტექნოლოგიის შემუშავებაში უკრაინული სამხედრო კომპანია Spets Techno Expert (STE) დაეხმარა.

ინოვაცია ლონდონის თავდაცვისა და უსაფრთხოების აღჭურვილობის საერთაშორისო (DSEI) ღონისძიებაზე წარადგინეს.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ტექნოლოგია ადამიანების სიცოცხლეს იცავს. ჩვენ ვიცით, რომ ამ ტექნოლოგიით უკვე ბევრი ადამიანი გადარჩა", — აღნიშნა STE-ს სპიკერმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.