Apple-მა iPhone 15 წარადგინა — რით განსხვავდება ის წინა მოდელებისგან
კომპანია Apple-მა ახლახან გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე საზოგადოებას ახალი თაობის iPhone-ები წარუდგინა. iPhone 15 Pro და Pro Max წინამორბედებისგან მრავალი მახასიათებლით განსხვავდება, რომელთაც ამ სტატიაში გაგაცნობთ. მათ შორისაა გაუმჯობესებული კამერა, ბიონიკური ჩიპი A17, ტიტანის მასალა, მარცხნივ განთავსებული მოქმედებათა ღილაკი, ქვემოთ განლაგებული USB-C შესაერთებელი და სხვა.
ერთი შეხედვით, 15 Pro წინა თაობის Pro-ს მოგვაგონებს, მაგრამ როგორც კი ხელში დაიჭერთ, მიხვდებით, რომ მასზე ბევრად მსუბუქია. ეს იმიტომ, რომ ტიტანისგან დამზადებული ჩარჩო და მომრგვალებული კუთხეები აქვს. ამ მასალის გამოყენებამ კომპანიას შესაძლებლობა მისცა, სმარტფონის გვერდები გაეთხელებინა, რამაც დისპლეი უფრო დიდი ზომის გამოაჩინა. ამ მოდელს 6.1-დუიმიანი ეკრანი აქვს, Pro Max-სს კი 6.7-დუიმიანი.
რაც შეეხება USB-C შესაერთებელს, მას USB 3 სადენის მეშვეობით მონაცემები წამში 10 გიგაბიტი სიჩქარით გადააქვს. ეს 48-პიქსელიანი ფოტოების პირდაპირ გადაღებისა და 4K ვიდეოს გარე მეხსიერების ხარჯზე აღბეჭდვის საშუალებას იძლევა.
როგორც დასაწყისში ვახსენეთ, სიახლეა გვერდით არსებული მოქმედებათა ღილაკიც, რომლის ფუნქციების კონტროლიც სპეციალური პარამეტრებით შეგიძლიათ. მაგალითად, ის ხმის ჩამწერზე, კამერის გახსნაზე, ფანრის ანთებაზე და სხვა, თქვენთვის სასურველ რეჟიმზე ყენდება. პარალელურად, შენარჩუნებულია ხმის დადუმებისა და ჩართვის პირვანდელი ფუნქციაც.
ახალ აიფონებში უკვე A17 Pro ჩიპს შეხვდებით, რომელიც ინდუსტრიის პირველი 3-ნანომეტრიანი ჩიპია, რაც მსგავს ტექნოლოგიაში წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მასში 10%-ით სწრაფ სამუშაო ბირთვებს, 2-ჯერ სწრაფ ე.წ. ნეირონულ ძრავასა და ახალ, 6-ბირთვიან GPU-ს ვხვდებით. ასევე, AV1 დეკოდერს უფრო ეფექტიანი ვიდეო სტრიმინგისთვის და USB-C გადამყვანით 4K60 ვიდეო ტრანსფერისთვის.
საზოგადოების დიდ ნაწილს ყველაზე მეტად ახალი თაობის iPhone-ების კამერა აინტერესებს, რომელიც იმედგაცრუებულს ნამდვილად არ დაგტოვებთ. მთავარი კამერის ფოკალური სიგრძეებია 24, 28 და 35 მილიმეტრი, Pro Max-ის ტეტრაპრიზმულ ზუმ ლინზას კი 120-მილიმეტრია ფოკალური სიგრძე აქვს. მთავარი კამერა 24 მეგაპიქსელს იღებს, მაგრამ შესაძლებელია 48-მეგაპიქსელიანი ProRaw და HEIF ფოტოების გადაღებაც.
სიახლეა პორტრეტის რეჟიმშიც: ჩარჩოში ადამიანის, ძაღლისა თუ კატის დაფიქსირებისას ავტომატურად მიიღება ღრმა ინფორმაცია, რაც ფოტოების პორტრეტებად ქცევის საშუალებას იძლევა. ასევე, შესაძლებელია ფოკუსის წერტილის გასწორებაც, რაც ძალიან მოთხოვნადი ფუნქციაა.
15 Pro-ს Wi-Fi 6E-ს მხარდაჭერაც აქვს, რომელიც 6 გიგაჰერცზე მუშაობს, რაც უფრო სწრაფ უსადენო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. მასში ჩაშენებულია საკომუნიკაციო ტექნოლოგია Thread, მეორე თაობის ახალი UWB ჩიპი კი ადგილმდებარეობის მაკონტროლებელი ფუნქციის Find My სიზუსტეს განაპირობებს.
ბოლოს, მნიშვნელოვანია სატელიტური კავშირი, რომელიც გაფართოვდა და საგზაო დახმარებაც დაემატა. AAA პროვაიდერის მეშვეობით ეს ფუნქცია პირველი ორი წელი უფასო იქნება.
კომენტარები