ნახეთ: ისრაელის გამოქვაბულში რომაული ხმლები აღმოაჩინეს
ხმლები თითქმის იდეალურად არის შემონახული.
იუდეის უდაბნოში 1 900 წლით დათარიღებული რომაული ხმალები აღმოაჩინეს. აღმოჩენა პატარა გამოქვაბულში გაკეთდა და ოთხივე ხმალი თითქმის იდეალურად არის შემონახული.
პირველადი აღმოჩენების მიხედვით, მკვლევრები თვლიან, რომ ხმლები იუდეელმა აჯანყებულებმა გადამალეს, ეს მას შემდეგ, რაც რომაული არმიისგან გაიტაცეს.
როგორც წესი, ამ ტიპის ხმლებს რომაელი ჯარისკაცები იყენებდნენ, რომლებიც იუდეაში იყვნენ წარმოდგენილნი.
"ცხადია, აჯანყებულებს არ სურდათ, რომ ისინი ვინმეს ამ ხმლებით დაეჭირათ. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ხმლები გამოქვაბულში სწოედ მათ გადამალეს. ასეთი ერთი ხმლის მოძიებაც კი უიშვიათესი მოვლენაა. ჩვენ ოთხს მივაგენით, ეს გასაოცარი ამბავია", — თქვა დოქტორმა ეიტან კლეინმა, იუდეის უდაბნოს კვლევის პროექტის ერთ-ერთმა დირექტორმა.
კარგად შემონახულ ხმლებთან ერთად აღმოაჩინეს ღერძიანი იარაღი, სავარაუდოდ, შუბის თავი.
აღმოჩენა იუდეის უდაბნოში
აღსანიშნავია, რომ მკვლევრები ხმლებს შემთხვევით წააწყდნენ. ისინი გამოქვაბულს სულ სხვა მიზეზით სტუმრობდნენ. დაახლოებით 50 წლის წინ სტალაქტიტზე წარწერის ფრაგმენტი აღმოაჩინეს, რომელიც ძველ ებრაულ დამწერლობას ეკუთვნოდა.
აქ პირველი დასახლება, როგორც ჩანს, ქალკოლითურ პერიოდში იყო, დაახლოებით 5 000 წლის წინ. მკვლევრების თქმით, ამ პერიოდში ადგილზე მთავარი ტაძარი იყო, რომელიც მომლოცველებს შორიდანაც იზიდავდა.
მკვლევრები ამ ადგილზე სწორედ შესაბამისი კვლევებისთვის იმყოფებოდნენ. საბოლოოდ, არიელის უნივერსიტეტის კვლევებისა და არქეოლოგიის დეპარტამენტის დოქტორმა, ასაფ გეიერმა ვიწრო ნაპრალში უკიდურესად კარგად შემონახული, რომაული იარაღები აღმოაჩინა.
სამი ხმლის პირის სიგრძე 60-65 სანტიმეტრია, ხოლო მეოთხესი ოდნავ მოკლე, 45 სანტიმეტრი.
"ხმლები საოცრად კარგად არის შემონახული", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები