სიგარეტის მოწევა ფსიქიკურ დაავადებებს იწვევს — კვლევა
მეცნიერები დიდი ხანია სიგარეტის მოწევასა და ფსიქიკურ დაავადებებს შორის კავშირს ეძებენ.
ახლა, 350 000-ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემების გამოყენებით, დანიის ორჰუსის უნივერსიტეტის გენეტიკოსებმა მნიშვნელოვანი მტკიცებულება აღმოაჩინეს. შედეგები უთითებს იმაზე, რომ სიგარეტის მოწევამ შეიძლება ფსიქიკური აშლილობა გამოიწვიოს.
ზოგადად, მკვლევრებს შორის აზრი ორად იყოფა. ნაწილს მიაჩნია, რომ სიგარეტი მენტალურ დაავადებებს იწვევს, ეს მაშინ, როდესაც ზოგის აზრით, უშუალოდ მენტალური პრობლემების მქონე ადამიანები არიან მიდრეკილნი მოწევისკენ.
გაერთიანებული სამეფოს მონაცემების გამოყენებით, რომელიც ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის გენეტიკურ ინფორმაციას შეიცავს, მკვლევრებმა ადამიანების ჯანმრთელობა გააანალიზეს. შედეგად დადგინდა, რომ ვინც სიგარეტის მოწევა გვიან თინეიჯერობისას დაიწყო საავადმყოფოში 30 წლამდე ხშირად ხვდებოდა.
ამ ჰიპოთეზის თანახმად, მოწევა ფსიქიკურ აშლილობებს იწვევს.
"ციფრები თავისთავად საუბრობენ. დიახ, მოწევა ფსიქიკურ დაავადებებს იწვევს", — ნათქვამია პრესრელიზში.
მწეველთა უმეტესობას გენეტიკური მარკერები ჰქონდა, რომლებიც ცნობილია როგორც "მოწევასთან დაკავშირებული გენები". ისინი განსაზღვრავენ, ვინ შეიძლება იყოს მიდრეკილი მოწევისკენ და ვინ შეიძლება იყოს მგრძნობიარე ფსიქიკური დაავადების მიმართ.
"ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვიპოვოთ ბიოლოგიური მექანიზმი, რომელიც მოწევისას ფსიქიკურ აშლილობას იწვევს. ერთი თეორიის მიხედვით, ნიკოტინი სეროტონინის გამომუშავებას აფერხებს", — ამბობენ მკვლევრები.
არის კიდევ ერთი თეორია, რომ მოწევა თავის ტვინში ანთებას იწვევს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მენტალურ პრობლემებს აჩენს.
როგორც მკვლევერებმა აღნიშნეს, ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი.
კომენტარები