წყალში ვდგავართ, ცეცხლი გვიკიდია — კლიმატის დატათონის გამარჯვებული ინფოგრაფიკა
კლიმატის ცვლილება უკვე დედამიწის მოსახლეობის უმეტესობის ყოველდღიურობაზე ზემოქმედებს. ექსტრემალური ამინდი სულ უფრო საგრძნობი ხდება. წყალდიდობების, ქარიშხლების, თბური ტალღების, ტყის ხანძრების, ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის შემთხვევების რიცხვის ზრდა კლიმატის კრიზისის გამოხატულებაა, რომელიც ცოტა ხნის წინ უკვე გლობალურ დუღილად გადაკვალიფიცირდა.
მთავრობებმა, კომპანიებმა, ორგანიზაციებმა თუ მოქალაქეებმა გლობალური დუღილის შემსუბუქების და მასთან ადაპტირების გზები უნდა ვეძიოთ. ამ ყველაფრისთვის კი კლიმატის ცვლილების შესახებ იმაზე მეტ ინფორმაციას უნდა ვფლობდეთ, ვიდრე საკმარისად მიგვაჩნია.
2022 წლის დასასრულს საქართველოში პირველი კლიმატის დატათონი ჩატარდა, ფორსეტის ორგანიზებით. წარმოგიდგენთ დატათონის ერთ-ერთ გამარჯვებულ ინფოგრაფიკას, რომლის ავტორებიც NEXT.On.ge-ის მთავარი რედაქტორი — ხატია თორდუა და სამეცნიერო ჟურნალისტი — ანანო მჭედლიშვილი არიან.
კლიმატის დატათონი გაიმართა პროექტის ფარგლებში "კლიმატის პოლიტიკის შესაძლებლობების განვითარება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ფაზა მესამე" (CDCPIII) და "კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი ეკონომიკური განვითარების გლობალური პროგრამა" (CRED), რომლებიც ფინანსდება გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციის, ბირთვული უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერაციული სამინისტროს (BMUV) მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) განხორციელებით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და იგი შეიძლება, არ გამოხატავდეს დონორის შეხედულებებს.
კომენტარები