30 აგვისტოს ცაზე "ლურჯი სუპერმთვარე" გამოჩნდება — რა უნდა ვიცოდეთ
ოთხშაბათს, 30 აგვისტოს ცაზე სავსე, მანათობელი მთვარე გამოჩნდება. ექსპერტები კამათობენ სუპერმთვარის ზუსტ განმარტებაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ეს წლის მოვლენაა — და არა მარტო!
ზოგადად, სუპერმთვარესთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც თანამგზავრი ორბიტაზე დედამიწასთან უახლოეს წერტილზეა. ეს ცნობილია როგორც პერიგე.
ამ დროს მთვარე ჩვენი პლანეტიდან დაახლოებით 357 343 კილომეტრით იქნება დაშორებული და 7%-ით უფრო დიდი გამოჩნდება, ვიდრე ჩვეულებრივ.
მოვლენის შეუიარაღებელი თვალით დანახვაც იქნება შესაძლებელი.
რატომ ლურჯი?
სუპერმთვარე ახალი ტერმინია და ის 1979 წლიდან დამკვიდრდა.
მარწყვის მთვარისა და ვარდისფერი მთვარის მსგავსად, არც ლურჯი მთვარე მომდინარეობს უშუალოდ მისი ფერიდან.
რაც შეეხება კონკრეტულად სუპერმთვარეს, ის იშვიათი მოვლენა არ არის. ეს ჩვეულებრივ წელიწადში სამი-ოთხჯერ ხდება.
თუმცა, ლურჯი სუპერმთვარე შედარებით იშვიათი მოვლენაა. ეს დაახლოებით ყოველ 10-20 წელიწადში ერთხელ ხდება. NASA-ს ცნობით, შემდეგ ლურჯ სუპერმთვარეს 2037 წელს ვიხილავთ.
1883 წელს კრაკატაუს მომაკვდინებელი ვულკანის ამოფრქვევამ 36 000 ადამიანი იმსხვერპლა. გოგირდის დიოქსიდმა და ფერფლმა ჰაერი გაავსო, რის გამოც მთვარე ლურჯად ჩანდა. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ სახელწოდება სწორედ აქედან მომდინარეობს.
ლონდონის ისტორიის მუზეუმის თანახმად, ტყის ხანძრებმა შეიძლება იგივე ეფექტი გამოიწვიოს.
მოვლენას თბილისშიც აღნიშნავენ. შებსაბამისი ღონისძიების ნახვა აქ შეგიძლიათ.
კომენტარები