როგორ გამოვთვალოთ საკუთარი ხელების მასა — მარტივი ინსტრუქცია
თუ ეს უსარგებლო კითხვა თქვენც გაგჩენიათ, პასუხის გამოთვლა არც ისე რთულია.
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
უსარგებლო კითხვები, რომლებზე პასუხიც, დიდი ალბათობით, არასდროს არაფერში გამოგვადგება, ძილის წინ ან რუტინული საქმის კეთებისას ყველას გვაწუხებს ხოლმე. თუკი საკუთარი კიდურების მასით თქვენც დაინტერესებულხართ, სტატიაში ხელების "აწონას" გასწავლით.
ამისათვის გამჭვირვალე ჭურჭელი, წყალი, სასწორი და ხელი დაგჭირდებათ:
- აიღეთ გამჭვირვალე ჭურჭელი. იგი ან საკმარისად მაღალი უნდა იყოს, რომ გაწვდილი ხელი ჩაეტიოს; მუშტის შემთხვევაში შედარებით პატარა ქილაც გამოდგება;
- აწონეთ ჭურჭელი. ამისათვის სამზარეულოს სასწორი შეგიძლიათ გამოიყენოთ;
- აწონეთ წყალი და ჭურჭელში ჩაასხით. სითხე საკმარისი უნდა იყოს ხელის დასაფარად, თუმცა არც იმდენი, რომ ხელის ჩაშვების შემდეგ გადმოიღვაროს;
- ხელი ან მუშტი მაჯამდე ჩაყავით ჭურჭელში და თავისუფალი ხელით მონიშნეთ, სადამდე ავიდა წყალი;
- ჭურჭლიდან ხელი ფრთხილად ამოიღეთ ისე, რომ სითხის არცერთი წვეთი არ დაიკარგოს. ჭურჭელი სწორედ ამ ნიშნულამდე აავსეთ წყლით;
- ხელახლა ავსებული ჭურჭელი აწონეთ და მიღებულ რიცხვს წყლის თავდაპირველი მასა, ასევე ჭურჭლის მასა გამოაკელით.
მიღებული რიცხვი წყლის მასაა გრამებში. ეს რიცხობრივად იგივეა, რაც ხელის მოცულობა კუბურ სანტიმეტრებში, რადგან 1სმ3 წყალი 1 გრამია.
შესაბამისად, მოცულობა ხელის სიმკვრივეზე გადაამრავლეთ — კვლევას თუ დავუჯერებთ, ხელის სიმკვრივე 1.09 გ/სმ3-ს უდრის. თქვენი ხელის სავარაუდო მასა სწორედ მიღებული რიცხვი იქნება დაახლოებით 10-გრამიანი ცდომილებით.
კომენტარები