ნახეთ: ინჟინრებმა თანამედროვეობის "მფრინავი ხალიჩა" შექმნეს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ფილმებში მფრინავი ჰოვერბორდები არაერთხელ გვინახავს, მაგრამ უკვე რეალურად შემუშავდა მისი კონცეფცია.
კომპანია ARCA SPACE-მა შექმნა პროდუქტი, ArcaBoard, რომელიც ტრანსპორტირების ერთგვარი რევოლუციაა.
ეს მარტივი დიზაინის მქონე მოწყობილობა, სულ რაღაც, 10 კგ-ს იწონის და მოიცავს 36 ელექტროძრავასა და ბატარეებს.
ArcaBoard ავითარებს 272 ცხენის ძალას და აქვს გაგრილების სისტემა, რომელიც მისი ინტენსიური გამოყენების საშუალებას იძლევა.
მოკლედ, ბავშვობაში ალადინის მფრინავი ხალიჩისა ვისაც გშურდათ, უკვე შეგიძლიათ, ოცნება აიხდინოთ და იგი 20 000 აშშ დოლარად შეიძინოთ.
კომენტარები