2023 წლის მაისიდან თიბისი მოსწავლეებს მთელი საქართველოდან თანამედროვე პროფესიების შემსწავლელ, სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს. ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის, თუ გავითვალისწინებთ ტექნოლოგიური პროგრესის ტემპსა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის უპრეცედენტოდ მზარდ გავლენას ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.

თიბისის განათლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის ტექგანათლებისკენ გადადგმული მნიშვმელოვანი ნაბიჯია. პროგრამა სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობისგან შედგება, მათ შორის: ონლაინ კურსებისგან, ვორქშოფებისგან, კონკურსებისგან თუ ჰაკათონებისგან.

"პროგრამის მიზანია, უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცეს ტექნოლოგიური პროფესიის დაუფლების საშუალება, რათა, ერთი მხრივ, პერსპექტული პროფესიის საწყისები გაიცნონ და, მეორე მხრივ, გადაწყვიტონ აინტერესებთ თუ არა კარიერა ამ მიმართულებით", — ამბობს ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოთამაშის გარდა, ტექნოლოგიური განათლების ჭრილში, პოზიტიური სოციალური გავლენის მომხდენიცაა. ეს არა მხოლოდ განათლების პროგრამას ეხება, არამედ იმ სხვა აქტივობებსაც, რომლებსაც კომპანია ამ კუთხით მუდმივად ახორციელებს. მათ შორისაა ტექ შეხვედრები, ტექ ღონისძიებების მხარდაჭერა და, რაც მთავარია, IT აკადემია, რომელიც უკვე 3 წელია, საქართველოში ტექნოლოგიური ტალანტების პოვნისა და განვითარების ადგილია.

ახალი თაობა ყოველთვის იყო თიბისის პრიორიტეტებში. ამიტომ გადაწყდა, რომ გავაჩინოთ განათლების მიღების შესაძლებლობა, იმ მიმართულებით, რომელიც დღეს ყველაზე აქტუალურია", — ალექსანდრე მაყაშვილი.

განათლების პროგრამა — შედეგები რიცხვებში

მაისიდან დღემდე განათლების პროგრამაში 600-მდე მოზარდი ჩაერთო და 3 მიმართულებით დაიწყო სწავლა. როგორც ალექსანდრე გვიყვება, კურსები ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, ამაზე კი მოსწავლეთა უკუკავშირი მიანიშნებს.

უნდა ითქვას, რომ თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამა, პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, სექტემბრიდან, ახალი სტარტისთვის ემზადება.

მოსწავლეთა უმეტესობა გამოთქვამს სურვილს, რომ მომდევნო კურსებსაც დაესწროს, რაც ჩვენთვის მაღალი კმაყოფილების მაჩვენებელია".

ალექსანდრე აღნიშნავს, რომ პროგრამის წარმატება იზომება რამდენიმე ინდიკატორით, ესენია:

  • მოსწავლეების მაღალი ჩართულობა;
  • კურსის დამთავრებამდე მიტოვების დაბალი მაჩვენებელი;
  • მოსწავლეთა საბოლოო უკუკავშირი;
  • მოსწავლეთა სურვილი, პროგრამის სხვა კურსებზეც ჩაეწერონ მომავალში.

"კონკრეტული, რაოდენობრივად განსაზღვრული მიზნები გვაქვს. ხოლო ზოგადი მიზანი, რატომაც არსებობს ეს პროგრამა, ტექნოლოგიების შესწავლის პოპულარიზაცია და მსურველებისთვის შესწავლის შესაძლებლობების გაფართოებაა", — ამბობს პროგრამის ხელმძღვანელი.

პირველ ეტაპზე, თიბისის განათლების პროგრამა სამ კურსს მოიცავდა და მათ პრაქტიკოსი პროფესიონალები უძღვებოდნენ. ეს კურსები იყო:

  1. მოლაპარაკე პროგრამების შექმნა (ჩატბოტები);
  2. ვებგვერდების შექმნა;
  3. კომპიუტერული თამაშების შექმნა.

სექტემბრიდან, თიბისის ტექნოლოგიური განათლების კურსებზე მიღება კვლავ განახლდება. შემოდგომიდან თიბისი, მოსწავლეებს, არსებულთან ერთად ახალი მიმართულებების, უფრო მრავალფეროვან და მოცულობით კურსებს შესთავაზებს.

როგორ უნდა ჩაერთოთ განათლების პროგრამაში

სასწავლო პროგრამები განკუთვნილია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის. კურსებზე დასწრება სრულიად უფასოა, საჭიროა ინტერნეტი, კომპიუტერის/მობილურის გამოყენების საბაზისო ცოდნა და სწავლის დიდი სურვილი.

განათლების პროგრამის პირველმა ნაკადმა სწავლა უკვე დაასრულა, ახალ კურსებზე რეგისტრაცია კი სექტემბერში დაიწყება. კურსზე სარეგისტრაციოდ მაღალი კლასის მოსწავლემ უნდა შეასრულოს მარტივი დავალება, რომლითაც საბაზისო კომპიუტერული უნარები მოწმდება. მნიშვნელობა ენიჭება რეგისტრაციის დროსაც — რაც უფრო ადრე რეგისტრირდება აპლიკანტი, მით მეტი შანსი აქვს სასწავლო კურსის მონაწილე გახდეს.


"ტექგანათლების კურსები არის არა მხოლოდ ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა, არამედ პროფესიულ ორიენტაციაში დახმარებაც, ზუსტად იმ პერიოდში, როცა ისინი ირჩევენ სასურველი უმაღლესი განათლების მიმართულებას", — ამბობს ალექსანდრე მაყაშვილი.

დღეს ნებისმიერი პროფესიის ადამიანს სჭირდება ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა. თიბისის განათლების პროგრამაში მონაწილეობა კი, უამრავი მოსწავლისთვის, მომავლისთვის შემზადების კარგი საშუალებაა. მომავლისთვის, რომელიც სავსეა ტექნოლოგიური მიღწევებით და სწრაფი ადაპტირების უნარს მოითხოვს.

თიბისის განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბის, უნილაბის, ექსპლორიუმის, USAID-ისა და PH International-ის პარტნიორობით. პროგრამა სრულად ფინანსდება თიბისის მიერ.