ESA ახალი ტელესკოპის გასაშვებად ემზადება, რომელსაც დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტების აღმოჩენა შეუძლია
2026 წელს ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) ახალ კოსმოსურ ტელესკოპს, PLAnetary Transits and Oscillations of stars-ს (PLATO) გაუშვებს.
ტელესკოპი ეგზოპლანეტებზე ინადირებს და 245 000-ზე მეტ ვარსკვლავს გამოიკვლევს. მისიის ფარგლებში ათიათასობით პოტენციურად დასახლებული პლანეტის აღმოჩენაა შესაძლებელი.
ამის შესახებ Universe Today-ის ანგარიშშია ნათქვამი.
Universe Today ფილიპ მატუშევსკის ესაუბრა. მატუშევსკი ასტროფიზიკოსია, რომელიც PLATO-ს პოტენციალს იკვლევდა.
შემდეგი პოდკასტი: ეგზოპლანეტები — მეორე დედამიწის ძიებაში
პლანეტების რაოდენობა
მატუშევსკისა და მის კოლეგებს სურდათ გაერკვიათ, თუ რამდენი პლანეტის აღმოჩენას შეძლებს PLATO.
"მაგალითად, ავიღოთ ორი წელი, საინტერესოა თუ რა შეუძლია ტელეკოპს ამ პერიოდში", — თქვა მატუშევსკიმ.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ PLATO სავარაუდოდ ათიათასობით ეგზოპლანეტას აღმოაჩენს, რომელთა უმრავლესობაც დედამიწის მსგავსი იქნება.
"ყველაზე პესიმისტური პროგნოზით PLATO 500-ზე მეტ დედამიწის მსგავს ეგზოპლანეტას აღმოაჩენს", — ამბობს მატუშევსკი.
ვნახოთ, რა იქნება შემდეგი.
კომენტარები