გასული ზაფხული იმდენად ცხელი იყო, რომ ევროპაში 60 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა
რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო გასულ წელს ევროპაში 60 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Nature Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი.
2022 წელს რეკორდულად ცხელი ზაფხული იყო, რამაც ევროპის კონტინენტზე გვალა და ხანძრი გამოიწვია. ევროკავშირის სტატისტიკის სააგენტო დაღუპულების შესახებ აქამდეც იტყობინებოდა, თუმცა, ეს ციფრები დაზუსტებული არ იყო.
ასევე: 3 ივლისი ისტორიაში რეკორდულად ცხელი დღე იყო
ბარსელონას ჯანდაცვის ინსტიტუტისა და საფრანგეთის ჯანმრთელობის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრებმა 2022 წლის მონაცემები გააანალიზეს და შეაჯამეს. კვლევაში ნათქვამია, რომ განსაკუთრებულმა სიცხეებმა მარტო ივლისში 11 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.
"ეს სიკვდილიანობის ძალიან მაღალი მაჩვენებელია", — თქვა ჰიჩამ აჩებაკმა, კვლევის ავტორმა.
გასულ წელს საფრანგეთში ტემპერატურის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ტემპერატურამ საშუალოდ 2,43 გრადუსი ცელსიუსით მოიმატა. რეკორდული ზრდა დაფიქსირდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც.
ასევე: კლიმატის ცვლილება და რეკორდული ტემპერატურა — UN-ის გაფრთხილება ქვეყნებს
კვლევაში ნათქვამია, რომ დაღუპულთა უმეტესობა 80 წელს გადაცილებული იყო.
კვლევის მიხედვით, თუ არაფერი შეიცვალა სიცხეების გამო მხოლოდ ევროპაში ყოველ ზაფხულს 68 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპება. 2040-ისთვის ეს სტატისტიკა 94 000-მდე გაიზრდება, ხოლო 2050-ში სიკვდილიანობა 120 000-ს გაცდება.
შემდეგი პოდკასტი: გლობალური დათბობა — როგორ იცვლება კლიმატი
მკვლევრების თქმით, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით სასწრაფო ზომებია მისაღები, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ უარესს უნდა ველოდოთ.
კომენტარები