WaPo: მომხმარებლები Meta-ს ახალ ხელოვნურ ინტელექტს სექსბოტების შესაქმნელად იყენებენ
The Washington Post-ის ინფორმაციით, მომხმარებლები Meta-ს ენის მოდელს საკუთარი გრაფიკული სექსბოტების შესაქმნელად იყენებენ. საუბარია LLaMA-ზე, მძლავრ ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც მეტამ წლის დასაწყისში ფართოდ ხელმისაწვდომი გახადა.
ეს არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგან ადამიანები უკვე დიდი ხანია ხელოვნური ინტელექტის მოდელებს სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებენ.
თუმცა, ახლა საუბარია ტენდენციაზე, რომელიც გენერაციულ AI სისტემებს სექსუალური ფანტაზიების ასასრულებლად იყენებს. ეს ასევე შეიძლება იყოს ძალადობრივი ფანტაზიები, რაც კანონთან დაკავშირებით შეკითხვებს აჩენს.
მოხსენებაში WaPo-მ წარმოადგინა Allie — ჩეთბოტი, რომელიც თავს 18 წლის ახალგაზრდად ასაღებს. მას "დიდი სექსუალური გამოცდილება" აქვს და ის ამას მომხმარებლებს უზიარებს.
ეს "გამოცდილებები" შეიძლება შეიცავდეს ძალადობის სცენებსაც. Allie-ს შემქმნელმა, რომელმაც ანონიმურად ისაუბრა, WaPo-ს განუცხადა, რომ მისი ქმნილება ადამიანის სექსუალობის გამოკვლევის უსაფრთხო საშუალებაა.
"ვფიქრობ, კარგია, თუ საკუთარი სექსუალური ფანტაზიების შესწავლას უსაფრთხოდ შევძლებთ. ამისთვის იდეალურია ტექსტზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტი, რომელიც როლურ თამაშებში გეხმარება", — თქვა მან.
ერთის მხრივ, სექსუალბის შესწავლაში ცუდი არაფერია, მაგრამ ვინ გააკონტროლებს სისტემას, თუ ის ძალადობრივი ფანტაზიების პროვოცირებაში გადაიზრდება.
ეს უკვე იწვევს რეალურ პრობლემებს. როგორც WaPo იტყობინება, გარკვეული პირები ხელოვნურ ინტელექტს პედოფილიის მიმართულებით იყენებენ.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ხელოვნურ ინტელექტზე წვდომა უნდა შეიზღუდოს? ექსპერტების აზრი ორად იყოფა.
"ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის ღია წყაროები მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, LLaMA-ს კვლევით საზოგადოებებს აქტიურად ვუზიარებთ", — უთხრა Meta-ს წარმომადგენელმა WaPo-ს.
თუმცა, არიან ექსპერტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე პრიორიტეტული უსაფრთხოებაა.
კომენტარები