ჭკვიანი კანი რობოტებისთვის — ახალი სიტყვა რობოტიკაში?
ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) დანიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (DTI) ინოვაციური ტექნოლოგიის შესამუშავებლად შეარჩია. საუბარია კოსმოსში გამოსაყენებელ რობოტებზე, რომლებსაც ე.წ. ჭკვიანი კანი ექნებათ.
რობოტი, როგორც ტექნოლოგია, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. დღეს რობოტები კოსმოსის ასათვისებლადაც გვჭირდება. შესაბამისად, მეცნიერები მუშაობენ რობოტებზე, რომლებიც კოსმოსის მკაცრ პირობებს გაუძლებენ.
"გვსურს შევქმნათ სპეციალური კანი, რომელიც რობოტს ბევრად უფრო სენსიტიურს გახდის. ამით რობოტს მიეცემა საშუალება დააფიქსიროს საფრთხე და თავიდან აიცილოს ის. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა და ამით კოსმოსნავტებს მნიშვნელოვნად დავეხმარებით", — თქვა DTI-ის მკვლევარმა, კრისტიან დალსგარდმა.
ეს იქნება ჭკვიანი კანი რბილი მასალისგან დამზადებული რობოტებისთვის. ტექნოლოგია 3D პრინტერით დაიბეჭდება. მკვლევრების თქმით, ინოვაცია რობოტებს ბევრად პრაქტიკულს და მულტიფუნქციურს გახდის. თუ ტექნოლოგიამ გაამართლა, ეს რობოტიკაში ნათქვამი ახალი სიტყვა იქნება.
"ეს იქნება ტექნოლოგია, რომლიც რობოტსს კოსმოსური მტვრისგან, რადიაციისა და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებისგან დაიცავს", — თქვა დალსგარდმა.
პროექტის პირველი ნაწილი 2024 წლის მარტისთვის უნდა დასრულდეს.
კომენტარები