"მარსი" დედამიწაზე — NASA ასტრონავტებს წითელი პლანეტისთვის ამზადებს
ოთხი ასტრონავტი მომდევნო 12 თვეს მარსის მსგავს გარემოში გაატარებს.
ეს CHAPEA-ს ჰაბიტატზე მოხდება, რომელიც NASA-ს ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში, ჰიუსტონშია განთავსებული. აქ მარსის საცხოვრებელი პირობებია სიმულირებული.
ეს მარსის მომავალი ექსპედიციებისთვის მოსაზამზადებლად ხდება.
CHAPEA-ს მისია კვირას, 25 ივნისს დაიწყო. ჰაბიტატში ოთხი მოხალისე შევიდა: კელი ჰესტონი, როს ბროკუელი, ნათან ჯონსი და ანკა სელარიუ. ისინი 158 კვდარტული მეტრის ფართობზე იცხოვრებენ და იმუშავებენ.
მოხალისეები ჰაბიტატს მთელი წლის განმავლობაში არ დატოვებენ.
შემდეგი პოდკასტი: მარსის კოლონიზაცია — ადამიანი, როგორც მულტიპლანეტარული სახეობა
Space.com-ის თანახმად, ოთხი მოხალისე სხვადასხვა კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩა, მათ შორისაა მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა. მათ ჩაუტარდათ იგივე სამედიცინო და ფსიქოლოგიური ტესტები, რაც აუცილებელი იქნებოდა რეალური ასტრონავტების მარსის მისიისთვის.
ჰაბიტატში შესასრულებელი სამუშაოები
NASA-ს ცნობით, ეკიპაჟს მოუწევს დაკავდეს ისეთი აქტივობებით, რომელიც მარსის რეალური მისიების მსგავსი იქნება.
როგორც უკვე ვთქვით, ეს ყველაფერი მარსზე არსებული გამოწვევების სიმულაციას მოახდენს. დამატებითი აქტივობები, როგორიცაა სიმულირებული კოსმოსური გასეირნება, რობოტული ოპერაციები და ჰაბიტატის მოვლა, ასევე შესრულდება ეკიპაჟის მიერ.
საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი NASA-ს მარსის ზედაპირზე წარმატებული პილოტირებული მისიების შემუშავებასა და დაგეგმვაში დაეხმარება.
კომენტარები