SETI: შესაძლოა, უცხოპლანეტელები ზეახალ ვარსკვლავს ჩვენი ყურადღების მისაქცევად იყენებენ
ცოტა ხნის წინ ღამის ცას ზეახალი ვარსკვლავი შეემატა. ასტრონომების თქმით, ის თვეების განმავლობაში გაანათებს.
როგორც გავიგეთ, ეს M101 გალაქტიკის მკვიდრი მასიური ვარსკვლავის აფეთქების შედეგია. მისი დანახვა სამოყვარულო ტელესკოპებიდანაც არის შესაძლებელი.
ზეახალი ვარსკვლავი, რომელიც ცნობილია როგორც SN 2023ixf, პირველად იაპონელმა კოიჩი იტაგაკიმ დააფიქსირა. მას მალე NASA-ს დასტურიც მოჰყვა.
ერთი შეხედვით მოვლენას უცხოპლანეტელებთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, მეცნიერთა ჯგუფა გადაწყვიტა გამოიკვლიოს რამდენად შეიძლება მსგავსი სინათლე უცხოპლანეტელების შეტყობინების გაშიფვრაში დაგვეხმაროს. არამიწიერი ინტელექტის ძიების (SETI) ინსტიტუტისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეს შესაძლოა.
მკვლევრებმა ნაშრომი arXiv-ში გამოაქვეყნეს. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ უცხოპლანეტელებმა, შესაძლოა გამოიყენონ ზეახალი, როგორც შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობა.
მკვლევრებს რადიოტელესკოპებით ზეახალის მახლობლად მდებარე ვარსკვლავური სისტემის შესწავლა სურთ. ისინი უშვებენ, რომ იქ "სადმე ახლოს" ცივილიზაცია შეიძლება იყოს.
ასტრონომების თქმით, თუ ზეახალთან მოწინავე ცივილიზაციაა, მათ იციან, რომ ახლა ისინი "ყურადღების ცენტრში" არიან. ყველა ვინც ზეახალს შენიშნავდა, თავის ტელესკოპებს კოსმოსის ამ რეგიონისკენ მიმართავდა. შესაბამისად, იქ მყოფი ცივილიზაციისთვის ეს "თავის გამოჩენის" საშუალებაა.
და, მოდით მივცეთ ეს შანსი?
ასტრონომებმა ზეახალის ირგვლივ მდებარე ტერიტორია მონიშნეს. ამ რეგიონში ჯგუფმა 100 ვარსკვლავური სისტემა გამოავლინა, რისი დანახვაც შეგვიძლია და შეიძლება დასახლებული იყოს.
მკვლევრები ვარსკვლავურ სისტემებზე დაკვირვებას რამდენიმე თვის განმავლობაში აპირებენ.
კომენტარები