Evido Georgia პირველ საერთაშორისო მარტექ ფესტივალზე — touch.point
9 ივნისს, Touch.point-მა საქართველოში პირველი საერთაშორისო მარტექ ფესტივალი გამართა. Evido Georgia ღონისძიების ერთ-ერთი პარტნიორი იყო.
ფესტივალის შესახებ
Touch.point-ის მარტექ ფესტივალი განკუთვნილი იყო მარკეტინგითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ღონისძიებაზე Evido წარმოდგენილი იყო ბრენდ სივრცით, სადაც სტუმრებს შეეძლოთ, გაცნობოდნენ კომპანიის წარმომადგენლებსა და მათ უნიკალურ მარკეტინგულ პლატფორმას.
Evido-ს რეგიონალურმა მენეჯერმა საქართველოში, რუსუდან გიგინეიშვილმა, Meta-ს, TBC Bank-ისა და JWT Metro-ს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში — ტექნოლოგიებისა და მედია პლატფორმების გამოყენება კომპანიისა და სააგენტოს გუნდებს შორის უწყვეტი თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
Evido-ს შესახებ
Evido არ არის სააგენტო, ის მარკეტინგული პლატფორმაა. კომპანიის მისიაა საქართველოში არსებული ბიზნესების Facebook-ისა და Instagram-ის სარეკლამო კამპანიების ახალ დონეზე აყვანა და მათი გუნდების ექსპერტიზის გაზრდა.
Evido-ს ჰყავს სერტიფიცირებული ექსპერტები, რათა უზრუნველყონ ადგილობრივი მხარდაჭერა და საკონსულტაციო მომსახურება ედვერთაიზერებისთვის და სააგენტოებისთვის დამატებითი საფასურის გარეშე.
Evido-სთან თანამშრომლობას რამდენიმე უპირატესობა აქვს:
- Facebook Support-ის ნაცვლად, Evido-ს წარმომადგენლებს დაუკავშირდებით და უსწრაფესად მოგიგვარებენ ნებისმიერ პრობლემას, რაც ბიზნეს მენეჯერთან ან რეკლამებთან არის დაკავშირებული;
- ისარგებლებთ უნიკალური ინსტრუმენტებით, რომლებიც მხოლოდ Evido-ს პლატფორმაზე არსებობს: კონტენტის შემოწმება ბანის თავიდან ასარიდებლად, აუდიტორიების შაბლონები ინდუსტრიების მიხედვით და სხვა;
- გექნებათ წვდომა Blueprint სერტიფიცირებულ ექსპერტებთან და ისინი გაგიწევენ კონსულტაციას ნებისმიერ საკითხზე, რაც Facebook-ისა და Instagram-ის რეკლამებს ეხება.
მათთან თანამშრომლობისთვის აუცილებელია, რომ ჩანიშნოთ ლაივ ან ონლაინ კონსულტაცია ვებგვერდზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ Evido-ს ვებგვერდს და გამოიწერეთ Evido Georgia-ს სოციალური მედიის ანგარიშები:
კომენტარები