როცა საქმე გეიმინგ ლეპტოპებს ეხება, შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს MSI, რომელიც ინდუსტრიაში ერთ-ერთ მოწინავე კომპანიად ითვლება. უახლესი ტექნოლოგიითა და ინოვაციებისადმი ერთგულებით, MSI გეიმერების საყვარელ კომპანიად იქცა.

საქართველოში კი MSI-ის ერთ-ერთი მთავარი ოფიციალური პარტნიორი კომპიუტერული ტექნიკის მაღაზია ულტრაა, სადაც MSI-ის ლეპტოპებისა და სხვა მრავალი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ.

რატომ MSI

ფოტო: MSI

ის, რაც MSI-ს პროდუქციას სხვა გეიმინგ ლეპტოპებისგან გამოარჩევს, პერსონალიზაციის მაღალი დონეა. იგი მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, თავიანთი ლეპტოპები სპეციფიკურ საჭიროებებსა და პრეფერენციებს მოარგონ.

განსხვავებით სხვა ლეპტოპებისგან, რომლებიც მზა კონფიგურაციით იყიდება, MSI გეიმერებს სთავაზობს, თავად აირჩიონ SSD და ოპერატიული მეხსიერება (RAM) და შექმნან ლეპტოპი, რომელიც მაქსიმალურად ერგება მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

აქედან გამომდინარე, MSI-ს ლეპტოპის შეძენისას მომხმარებლებს შეუძლიათ ULTRA-ს მაღაზიათა ქსელშივე აირჩიონ პერსონალიზაციის ვარიანტების წყება და მიიღონ ლეპტოპი, რომელიც, ერთი მხრივ, აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს და, მეორე მხრივ, ხაზს უსვამს მათ სტილსა და ხასიათს.

გეიმერებისთვის პერსონალიზებული კონფიგურაციის შეთავაზების გარდა, MSI-ს ლეპტოპებს კიდევ რამდენიმე გამორჩეული მახასიათებელი აქვს.

MSI-ის ლეპტოპების მახასიათებლები

ფოტო: GEARRICE

ერთ-ერთი აღსანიშნავი თვისება მათი Matrix დისპლეი ტექნოლოგიაა. ეს ინოვაციური ტექნოლოგია, უწყვეტი ინტეგრაციისა და გაუთავებელი შესაძლებლობების მიწოდებით, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთდროულად იმუშაონ, უყურონ საყვარელ ფილმებსა თუ სერიალებს და ითამაშონ.

ამასთან ერთად, ლეპტოპები დაკომპლექტებულია ადაპტირებული ბიტირეტით, მაღალი გარჩევადობის ხმის ტექნოლოგიის აუდიო გამაძლიერებლითა და სხვა უახლესი ფუნქციებით, რომლებიც თამაშის პროცესს კიდევ უფრო ჩამთრევს ხდის.

MSI-ს ლეპტოპები შექმნილია ვირტუალური რეალობის (VR) საუკეთესო გამოცდილების უზრუნველსაყოფად. NVIDIA GameWorks™ ტექნოლოგიებთან შერწყმისას, MSI-ს ლეპტოპები გეიმერებს სთავაზობს ნამდვილ კინემატოგრაფიულ გამოცდილებას რეალური სათამაშო ვიზუალითა და Ansel™ 360-გრადუსიანი დისპლეით.

როგორც ვიცით, გაგრილება გადამწყვეტი ფაქტორია გეიმინგ ლეპტოპებში და MSI არც ამ კუთხით გვიცრუებს იმედს. მისი ლეპტოპები აღჭურვილია გაგრილების გაუმჯობესებული სისტემებით, რომლებიც უზრუნველყოფს შეუფერხებელი თამაშის გამოცდილებას ინტენსიური გეიმინგ სესიების დროსაც კი.

და ბოლოს, MSI-ს ლეპტოპების არანაკლებ მნიშვნელოვანი მახასიათებელი მათი ხელმისაწვდომობაა. მაგალითად, MSI GF63 Thin ბიუჯეტური ლეპტოპია, თანაც პერფორმანსზე კომპრომისის გაწევის გარეშე.

ასე რომ, თუკი ეძებთ საკუთარი კონფიგურაციით აწყობილ, პერსონალიზებულ და ბიუჯეტურ ლეპტოპს, რომელიც დაუვიწყარ სათამაშო გამოცდილებას შეგიქმნით, MSI საუკეთესო არჩევანია.

MSI-ს ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში წარმოადგენს Ultra.ge. ეს ლეპტოპები შეგიძლიათ, შეიძინოთ ულტრას ონლაინ მაღაზიაში, ან მის ფილიალებში: გლდანი მოლი, ნოდარ ბოხუას 4, ღვინის აღმართი 23. ულტრაში ასევე წარმოდგენილია უკვე დაკომპლექტებული მოდელებიც და, შესაბამისად, მომხმარებელთა კომფორტისთვის დიდი არჩევანია.