ძაღლები ცხელ დღეებში უფრო აგრესიულები ხდებიან — კვლევა
იგივე შეიძლება ითქვას ადამიანებზეც
უცნაური აღმოჩენა: გლობალურ დათბობასთან ერთად ძაღლები შეიძლება უფრო აგრესიულები გახდნენ.
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ახალი კვლევის მიხედვით, ძაღლები ცხელ და მზიან ამინდებში აგრესიას უფრო ავლენენ. მკვლევრების თქმით, ამაზე სტატისტიკა მეტყველებს.
"მაღალი ტემპერატურის დროს ადამიანებში კრიმინალის რაოდენობა მატულობს. ჩვენ გვაინტერესებდა როგორ მოქმედებდა ეს ფაქტორი ძაღლებზე. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ცხელ დღეებში ძაღლები ადამიანების მიმართ უფრო აგრესიულები არიან", — აღნიშნულია Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.
მკვლევრებმა საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია გამოიყენეს. სტატისტიკა აშშ-ს რვა ქალაქის მონაცემებს დაყრდნო. შედეგად მკვლევრებმა 70 000-ზე მეტი დოკუმენტირებული შემთხვევა გაანალიზეს.
მკვლევრები ზუსტად ვერ ამბობენ, თუ რითია ეს გამოწვეული. თუმცა, სტატისტიკა ამაზე მეტყვლებს და ფაქტია, რომ იგივე ხდება ადამიანების შემთხვევაშიც.
საბოლოოდ, ეს აჩენს შეკითხვას, თუ რამდენად უარყოფითად შეიძლება აისახოს ძაღლებზე გლობალური დათბობა. შეკითხვებზე პასუხსების მისაღებად ჰარვარდის მეცნიერები კვლევების გაგრძელებას აპირებენ.
კომენტარები