პლანეტა, რომელიც ორი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს — აღმოაჩინეს ტატუინის მსგავსი ეგზოპლანეტა
ტერმინი "ტატუინი" ვარსკვლავური ომებიდან არის პოპულარული. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ამ ფილმში ტატუინი არის პლანეტა, რომელიც ერთდროულად ორი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს.
და აი ახლა, მეცნიერებმა ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც ორი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს.
ახლად აღმოჩენილ ეგზოპლანეტას BEBOP-1c დაარქვეს. პირველი ამ სისტემაში TOI-1338b დააფიქსირეს. ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერთა თქმით, ეს მხოლოდ მეორე პლანეტაა, რომელიც "ტატუინს მოგვაგონებს".
"ჯერჯერობით მხოლოდ 12 ცირკულარული სისტემა ვიცით. ხოლო, ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ასეთი სისტემა ერთზე მეტ პლანეტას მასპინძლობს", — თქვა დევიდ მარტინმა, ასტრონომმა.
ორი პლანეტა ერთდროულად წყვილი ვარსკვლავების გარშემო ბრუნავს.
საინტერესოა, რომ ჯგუფმა შემთხვევით აღმოაჩინა ახალი ეგზოპლანეტა, როდესაც სწავლობდა ცირკულარული სისტემის პირველ ცნობილ პლანეტას (TOI-1338b).
TOI-1338b 2020 წელს დააფიქსირეს. მაშინ ეს NASA-ს კოსმოსური ტელესკოპის TESS-ის გამოყენებით მოხდა.
მეცნიერები ჯეიმს ვების კოსმოსური ტელეკოპის გამოყენებას აპირებენ, რათა ორი ვარსკვლავის სისტემა უკეთ შეისწავლონ.
ახლად აღმოჩენილი პლანეტა ჩვენგან 1 300 სინათლის წლითაა დაშორებული.
კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები