ქართული შოუს პრემიერა — წარმოდგენა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გახსნა
6 ივნისს, მულტიფუნქციურ სივრცე თეატრში ახალი წარმოდგენის, ქართული შოუს პრემიერა შედგა, რომელიც სტუმრებს საქართველოს ისტორიას, ქართულ კულტურასა და გასტრონომიას განსხვავებული ფორმით აცნობს.
ქართული შოუ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა და თეატრს მორიგი დადგმის პრემიერა მიულოცა.
"თეატრის პროექტები უკვე იხილა და მოიწონა როგორც ქართულმა, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ. დარწმუნებული ვარ, არც „ქართული შოუ“ იქნება გამონაკლისი და მომდევნო კვირების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ სტუმარს, მათ შორის ტურისტს, ვიხილავთ თქვენს სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ღირსეულად გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის საამაყო კულტურა, ისტორია, გასტრონომია და ყველაფერი ის, რაც ქმნის საქართველოს ბედს", — აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ფოტო: წისქვილი
ქართული შოუ სტუმრებს წარუდგენს ქართული ქორეოგრაფიისა და ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშებს, კლასიკურ სიმღერებსა და ქვეყნის უნიკალურ სამზარეულოს. წარმოდგენა ქართული ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების მონაწილეობით შეიქმნა. ანსამბლმა თეატრის სცენაზე შეასრულა გამორჩეული ქართული ცეკვები, ფოლკლორული და კლასიკური სიმღერები კი თეატრის გუნდისა და მარიამ როინიშვილის შესრულებით გაჟღერდა.
მწერალმა აკა მორჩილაძემ ქართული შოუსთვის საგანგებოდ შექმნა ტექსტები, რომლებიც სტუმრებს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას მხატვრული ფორმით მოუთხრობდა. შოუს ვიზუალურ მხარეზე მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო კლიპარტმა იმუშავა.
ფოტო: წისქვილი
"ქართული შოუ არაჩვეულებრივი საშუალება იქნება უცხოელი სტუმრებისთვის გაიცნონ ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მისი კულტურული და გასტრონომიული მემკვიდრეობა და თან ისიამოვნონ შთამბეჭდავი სანახაობით. შოუ ვერც ადგილობრივ სტუმრებს დატოვებს გულგრილს, რადგან თეატრის ახალი დადგმა საქართველოს ისტორიაში მოგზაურობის უნიკალურ გამოცდილებას ქმნის", — ამბობს წისქვილი ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.
ფოტო: წისქვილი
მულტიფუნქციურ სივრცე თეატრში ქართული შოუ ყოველ სამშაბათს გაიმართება. ბილეთების შეძენა ონლაინ, tkt.ge-ზეა შესაძლებელი. მეტი დეტალისთვის ეწვიეთ თეატრის ფეისბუქ გვერდს.
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
-
რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს
გადახედვა
-
კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება
გადახედვა
-
რიკარდ იოზვიაკი: EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია იგივეა — საქართველში სერიოზული პოლიტიკური უკუსვლაა რიკარდ იოზვიაკი: EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია იგივეა — საქართველში სერიოზული პოლიტიკური უკუსვლაა
გადახედვა
-
გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება
გადახედვა
-
კობახიძე: აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შუამავლის გარეშე იმპორტმა შესაძლოა ტარიფი შეამციროს კობახიძე: აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შუამავლის გარეშე იმპორტმა შესაძლოა ტარიფი შეამციროს
გადახედვა
-
ნებისმიერი ღირებულების ავტომობილი 0%-იანი თანადაფინანსებით — რას სთავაზობს Lion Auto მომხმარებლებს ნებისმიერი ღირებულების ავტომობილი 0%-იანი თანადაფინანსებით — რას სთავაზობს Lion Auto მომხმარებლებს
-
Avatar: The Last Airbender-ის პრიქველზე მუშაობა დაწყებულია Avatar: The Last Airbender-ის პრიქველზე მუშაობა დაწყებულია
გადახედვა
-
ჩატბოტის გრძნობებზე თამაში აღარ გაგივათ! — Claude-თან მოპყრობაზე შეზღუდვებს აწესებენ ჩატბოტის გრძნობებზე თამაში აღარ გაგივათ! — Claude-თან მოპყრობაზე შეზღუდვებს აწესებენ
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე იგნაციო კასისი 14-16 ოქტომბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა ეუთოს თავმჯდომარე იგნაციო კასისი 14-16 ოქტომბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა
გადახედვა
-
შესაწირი ყუთი "გაციფრულდა": ტერმინალით გადახდას უკვე ეკლესიაშიც შეძლებთ შესაწირი ყუთი "გაციფრულდა": ტერმინალით გადახდას უკვე ეკლესიაშიც შეძლებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
"ქართული ოცნების" ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? — კახა კალაძე ISFED-ის კვლევაზე "ქართული ოცნების" ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? — კახა კალაძე ISFED-ის კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: დააფიქსირეს ოკეანის ბინადარი, რომელმაც თავისზე დიდი თევზი გადაყლაპა ნახეთ: დააფიქსირეს ოკეანის ბინადარი, რომელმაც თავისზე დიდი თევზი გადაყლაპა
გადახედვა
კომენტარები