ალტა ფესტივალ Touch.point-ის ოფიციალური პარტნიორი იყო — "AI მიმართულების ფლაგმანი"
საქართველოში პირველი საერთაშორისო მარტექ ფესტივალი Touch.point 9 ივნისს გაიმართა და მან მარკეტინგითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს უმასპინძლა. ფესტივალზე წარდგნენ სპიკერები, რომლებმაც დამსწრეებს საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს. გამომსვლელებს შორის იყვნენ TikTok-ის, Nike-ის, Google-ისა თუ Salesforse-ის წარმომადგენლები.
ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი იყო Alta, რომელიც ფესტივალის დამსწრეებს საკუთარ სივრცეს სთავაზობდა და AI კრეათონის გამარჯვებულს პრიზიც გადასცა.
"Touch.point-ზე, ალტას სივრცეში, რომელიც ტექნიკურად სრულად უზრუნველყოფილი იყო, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემუშავათ კომფორტულ გარემოში, უახლესი თაობის ლეპტოპების გამოყენებით", — გვიყვება ალტას წარმომადგენელი.
Touch.point-ისა და ალტას პარტნიორობა ლოგიკურია, თუ გავითვალისწინებთ ღონისძიების თემატიკასა და ინდუსტრიების თანხვედრას.
"საერთაშორისო მარტექ ფესტივალმა Touch.Point გააერთიანა მარკეტინგითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანები, რომლებიც ესწრაფვიან მუდმივ განვითარებას და სიახლეების ინტეგრაციას საკუთარ საქმიანობაში. ალტა კი არის სიახლეების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციურობის მუდმივი მხარდამჭერი და განსაკუთრებით ვცდილობთ, რომ ქართულ ბაზარს ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებით განვითარებაში.
ალტა, უახლესი ტექნოლოგიური ტენდენციებითა და განვითარებით დაინტერესებულ ადამიანებს მუდმივად სთავაზობს ინოვაციური, ოფიციალური და ხარისხიანი პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს, რათა გავუმარტივოთ ყოველდღიურობა და თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით, შევუქმნათ მათ კომფორტი, როგორც სამუშაოდ, ასევე დასვენებისთვის", — გვიყვებიან ალტაში.
Touch.point-ის მსგავსი ღონისძიებებისთვის, რომლებიც ამა თუ იმ ინდუსტრიის განვითარებას ისახავს მიზნად, ალტასნაირ მასშტაბურ ტექნოლოგიურ კომპანიასთან პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია.
Touch Platform-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ალტა მათი ღონისძიებების პარტნიორების სიას წელს შეუერთდა და ეს ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობაა.
"ალტას ამ ღონისძიებაში ძალიან საინტერესო და განსაკუთრებული როლი ჰქონდა, რადგან სწორედ ის იყო AI მიმართულების ფლაგმანი Touch.Point-ზე, რაც გულისხმობს, რომ სწორედ ალტას ზონაში მოხდა სხვადასხვა AI ხელსაწყოს გამოფენა და ალტას მიერ მომზადებლი ბრიფების ამოხსნის გზით, დამსწრე მარკეტერებს საშუალება მიეცათ, გამოეცადათ ეს ხელსაწყოები ადგილზევე", — აღნიშნავენ Touch.point-ის ორგანიზატორები.
უნდა ითქვას ისიც, რომ საგანმანათლებლო პროგრამის გარდა, ორგანიზატორებმა მარკეტერებს საინტერესო კონსურსი — AI Creathon-ს შესთავაზეს. მის ფარგლებში ყველაზე ცნობისმოყვარე მარკეტერებმა შეძლეს ადგილზე, მარტივი ბრიფების დამუშავებით, თავად გამოეცადათ AI-ის შესაძლებლობები. AI Creathon-ის საუკეთესო ნამუშევრის ავტორმა კი Alta-სგან საჩუქრად Lenovo Tab P11-ს მიიღო.
მარკეტინგული და ტექნოლოგიური ინდუსტრიები გლობალური მასშტაბით უსწრაფესად იზრდება. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ წარმატებული კომპანიების განვითარების ისტორია. ღონისძიებაზე მოწვეული თითოეული სპიკერის პირადი გამოცდილების გაზიარება ინდუსტრიის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. შესაძლებელია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, მათ მიერ გაზიარებულმა ინფორმაციამ ქართული მარტექ ინდუსტრიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანოს.
"თანამედროვე მარკეტინგის გამოწვევები თუ არა სხვა რა უნდა აინტერესებდეს კომპანიას ბაზარზე ბრენდის მყარი პოზიციონირებისთვის?! Touch-ის ღონისძება ეძღვნებოდა სწორედ თანამედროვე მარკეტინგის გამოწვევებს და ეფუძნებოდა მსოფლიო მასშტაბის კომპანიების ათეულობით წლის გამოცდილებას. იცვლება ყველაფერი, მარკეტინგში და კომერციაში ციფრული სამყარო თავს აქტიურად იმკვიდრებს. ყველა მომხმარებელი ფაქტობრივად ციფრულ სამყაროშია. ალტა კი ყოველთვის სწორედ იქაა, სადაც მისი მომხმარებელი", — ამბობენ ალტაში.
კომენტარები