WWDC 2023 — Apple-მა 15 დუიმიანი MacBook Air წარადგინა
ამ მომენტისთვის Apple-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძიება WWDC, იგივე Wordlwide Developers Conference, მიმიდინარეობს. ღონისძიება ჩვენი დროით საღამოს 9 საათზე დაიწყო.
ღონისძიებაზე კომპანია სიახლეებზე საუბრობს და ახალ პროდუქტს გვაცნობს. ყურადღება მიიქცია 15 დუიმიანმა MacBook Air-მა. ამ ეტაპზე, შემდეგი თაობის 3 ნანომეტრიანი M3 ჩიპები არ არის მზად ჩასაშვებად, ამიტომ ახალი 15 დუიმიანი MacBook Air გამოიყენებს იგივე M2 ჩიპებს, რომლებიც Apple-მა გასულ წელს წარადგინა.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ახალი MacBook Air, მასშტაბებიდან გამომდინარე, არის მსოფლიოში ყველაზე თხელი ლეპტოპი, სულ რაღაც 11,5 მმ. ის ასევე მხოლოდ 1,4 კილოგრამს იწონის.
ასევე, აღინიშნა, რომ MacBook Air-ის ბატარეა 18 საათი ძლებს. ამასთან, Apple-ის ინოვაცია ექვსი დინამიკიანი ხმის სისტემით იწონებს თავს.
კომენტარები