სამხრეთ აფრიკაში ჰომო საპიენსის უძველესი ნაკვალევი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა უძველესი ჰომო საპიენსის ნაკვალევი აღმოაჩინეს. სამხრეთ აფრიკაში ნაპოვნი კვალი 150 000 წელზე მეტით თარიღდება.
ნამარხების შესწავლით ვიცით, რომ კაცობრიობის სამშობლო, აფრიკაა. აქ ჰომო საპიენსი პირველად დაშორდა ადრინდელ სახეობებს დაახლოებით 300 000 წლის წინ. ამაზე მეტყველებს არა მხოლოდ ძვლები, არამედ ხელსაწყოები, ხელოვნება, საკვები და სხვა კვალი.
ახლა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ჩვენი სახეობის უძველესი ნაკვალევი გამოავლინა. ჯგუფმა სამხრეთ აფრიკის კონცხის სამხრეთ სანაპიროზე შვიდი უძველესი ნაკვალევი შეისწავლა. დადგინდა, რომ თარიღები 71 000-დან 153 000 წლის ფარგლებში მერყეობს. ეს ჰომო საპიენსის უძველესი ნაკვლაევია, რაც კი აქამდე აღმოუჩენიათ.
რაც შეეხება ჩვენი მონათესავე სახეობების ნაკვალევს, ამ მხრივ რეკორდი ჰომო ჰაიდელბერგელზე მოდის.
რაც შეეხება ახალ კვლევას, ის გვიჩვენებს, რომ კეიპის სამხრეთ სანაპირო საკმაოდ კომფორტული ადგილი იყო ადამიანებისთვის ათობით ათასი წლის განმავლობაში. მაშინაც კი, როცა ჩრდილოეთის მეზობლებმა დაიწყეს მიგრაცია სხვა რეგიონებში. მტკიცებულებები აჩვენებს, რომ თანამედროვე ადამიანებმა არაბეთის ნახევარკუნძულს დაახლოებით 120 000 წლის წინ მიაღწიეს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკას 22 000 წლის წინ.
კვლევა ჟურნალ Ichnos-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები