ქარჩხაძის გამომცემლობა წიგნის ფესტივალზე
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
25-28 მაისს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი იმართება, წიგნის მოყვარულების დიდი დღესასწაული.
ქარჩხაძის გამომცემლობა ფესტივალის ტრადიციული და უცვლელი მონაწილეა. რა თქმა უნდა, ყველა სულმოუთქმელად ელის საფესტივალო სიახლეებს, ახალ თარგმანებს. გამომცემლობაში იმაზეც იზრუნეს, რომ ბევრისთვის მონატრებული, ძვირფასი წიგნები განახლებული ტირაჟით დაბეჭდილიყო. ამ სტატიაში მათ შესახებ მეტს გაიგებთ.
ჯემალ ქარჩხაძე — განზომილება
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
განზომილება დაუმთავრებელი რომანია, რომელსაც ჯემალ ქარჩხაძე მრავალი წლის მანძილზე წერდა. რომანში 80-იანი წლების მიწურულის საქართველოა ასახული, როდესაც საბჭოთა სისტემა საბოლოოდ იშლება და საზოგადოება სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდება ახალი რეალობების წინაშე. ეს არ არის წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, ეს არის წიგნი, რომელიც უნდა იკითხო.
ჯემალ ქარჩხაძე — მარტოობის ჩუმი ედემი
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
წიგნში პირველად ქვეყნდება ჯემალ ქარჩხაძის "უბის წიგნაკის ჩანაწერები". ჩანაწერები სხვადასხვა დროსაა დაწერილი და რამდენიმე ბლოკნოტშია გაბნეული, ესენია: რომან განზომილებისთვის განკუთვნილი ჩანაწერები, პუბლიცისტური წერილებისათვის გაკეთებული მონახაზები, სხვადასხვა ხასიათის მცირე ტექსტები. წიგნში შესულია ასევე სტატია — რამდენიმე ფსიქოლოგიური შტრიხი ჩვენი უახლესი ისტორიისათვის, რომელიც ჯემალ ქარჩხაძის ერთადერთ კონცეპტუალურ ესეს წარმოადგენს.
საბავშვო ვეფხისტყაოსანი
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
ტექსტი: ლეილა ბეროშვილი
ილუსტრაციები: ნინო ჩიტაიშვილი
საბავშვო ვეფხისტყაოსანი წიგნია, რომელშიც თითოეული გვერდი ილუსტრირებული. ამ წიგნში ნათლად, საბავშვო ენით, გადმოცემულია ვეფხისტყაოსნის მთელი ამბავი, რაც ხელს უწყობს წიგნს საიმედო მეგზური გახდეს ბავშვებისთვის ვეფხისტყაოსნის სიბრძნის შეცნობის გზაზე. ამბავს არა მხოლოდ ტექსტი, არამედ საოცრად შერჩეული, წიგნისთვის შექმნილი ილუსტრაციებიც გვიყვება.
საბავშვო ბიბლია
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
წიგნში მოთხრობილია ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ამბები ძველი და ახალი აღთქმიდან. ტრადიციული ტექსტიდან გადახვევის გარეშე, ეს ამბები ბავშვებისთვის ნათლად და გასაგებადაა მოწოდებული. პატარა მკითხველებსა და მსმენელებს მეგზურობას გაუწევს ბიბლიური სიბრძნის შეცნობის გზაზე. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული გვერდი ილუსტრირებულია, ამბის შესაბამისია, რაც პატარებს ტექსტთან დაახლოებას უადვილებს.
და ბოლოს, ქარჩხაძის გამომცემლობას სამი მნიშვნელოვანი სიახლე აქვს.
ორი ახალი თარგმანი: ანა ბერნსის მერძევე და მეგი ო’ფერელის ჰამნეტი.
ასევე იხილეთ:
ჯემალ ქარჩხაძის იგი დიდი ხანია ქართველი მკითხველის ერთ-ერთი რჩეული, ძვირფასი და საყვარელი წიგნია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე კლასიკოს ავტორს რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაეცნოს, შესაბამისად, იგი პირველად ითარგმნა ინგლისურად. ფესტივალის სტუმრებს ეს სიახლეც ქარჩხაძის სტენდთან დახვდება.
და კიდევ, წელს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე მისულ ერთგულ მკითხველს ქარჩხაძის გამომცემლობის სტენდი სრულებით განახლებული დახვდება და ერთ-ერთი წიგნის კონცეფციაზე იქნება აგებული.
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
კომენტარები