მეცნიერებმა ქრონიკულ ტკივილთან დაკავშირებული ტვინის აქტივობა გამოავლინეს. ეს მსგავსი პირველი შემთხვევაა.

კვლევამ გაანალიზა ტვინის აქტივობა იმის დასადგენად, თუ რამდენ ტკივილს განიცდის ადამიანი ასეთ დროს. ამ გაგებამ შეიძლება გზა გაუხსნას ტვინის სტიმულაციის თერაპიებს, რაც მომავალში ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ გამოგვადგება.

ელექტროდის მოწყობილობა ტვინის სიგნალების თვალყურის დევნებისთვის

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ელექტროდზე დაფუძნებული მოწყობილობები ჩაუნერგეს ოთხ პაციენტს, რომლებსაც უკონტროლო ქრონიკული ტკივილი აწუხებდათ. სამ პაციენტს აღენიშნება ინსულტის შემდგომი ტკივილი, ერთს კი ფანტომური ტკივილი.

მოწყობილობამ მკვლევრებს ტვინის ორი რეგიონისთვის თვალყურის დევნების საშუაება გააჩინა: წინა ცინგულარული ქერქის (ACC) და ორბიტოფრონტალური ქერქის (OFC). ACC ტკივილის ემოციებზე გავლენასთანაა დაკავშირებული, ხოლო OFC ჩართულია ემოციურ რეგულაციებზე.

იმპლანტაციის შემდეგ, მოხალისეებს სთხოვეს შეევსოთ გრაფა ტკივილის ხარისხის დასადგენად. კვლევის მონაწილეები დაკავებულები იყვნენ ამ აქტივობით რამდენიმე თვის განმავლობაში. ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი ამას აკეთებდნენ, მათ 30 წამის განმავლობაში მოეთხოვებოდათ ჩაეწერათ თავიანთი ტვინის აქტივობა დისტანციური მართვის გამოყენებით, რომელიც აკონტროლებდა იმპლანტირებულ მოწყობილობას.

კვლევის მონაწილეთა მონაცემების შეგროვების შემდეგ, გუნდმა გამოიყენა ალგორითმები, რათა განესაზღვრათ ტკივილის დონე, რომელიც დაკავშირებულია ტვინის ნაწილთან. ანალიზმა აჩვენა, რომ OFC ტვინის სიგნალები უფრო მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქრონიკულ ტკივილთან, ვიდრე ACC სიგნალები.

"ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქრონიკულ ტკივილთან დაკავშირებული ნერვული აქტივობა კლინიკურად იზომება. მიუხედავად იმისა, რომ ბიომარკერები, რომლებიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, სპეციფიკური იყო თითოეული ინდივიდისთვის, მათი მდებარეობა OFC-ში, როგორც ჩანს, საერთო იყო ყველა სუბიექტში", — თქვა პრასად შირვალკარმა, კვლევის ხელმძღვანელმა.

ახალი კვლევა გზას ხსნის ტკივილის კონტროლს ახალ სამყაროში. OFC შეიძლება იყოს საიმედო ბიომარკერი ამ პროცედურისთვის.

შედეგები ჟურნალ Nature Neuroscience-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.