გამოვლინდა რამდენიმე სახიფათო Android აპლიკაცია — დაუყოვნებლივ წაშალეთ ისინი
Kaspersky-ის მკვლევრებმა ახალი საზიანო Android პროგრამა აღმოაჩინეს, სახელად Fleckpe. მას ჩვეულებრივ აპლიკაციებში ამატებენ და მომხმარებლებს ასე ატყუებენ. საერთო ჯამში, პროგრამა დაახლოებით 620 ათასჯერ გადმოწერეს.
განსხვავებით სხვა საზიანო პროგრამებისგან, Fleckpe მომხმარებლებს პრემიუმ სერვისების გამოწერას აიძულებს — ისე, რომ მათ ეს არც კი იციან — და ამ გზით თაღლითებისათვის სარგებელი მოაქვს. Fleckpe გასული წლიდანაა აქტიური და არაერთ ქვეყანაში გვხვდება.
რომელი აპლიკაციები წავშალოთ?
საბედნიეროდ, ქვემოთ ჩამოთვლილი არცერთი აპლიკაცია აღარაა Google-ის Play Store-ზე ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, თუკი რომელიმე მათგანი უკვე გადმოწერილი გაქვთ, ისინი დაუყოვნებლივ უნდა წაშალოთ:
- Beauty Camera Plus
- Beauty Photo Camera
- Beauty Slimming Photo Editor
- Fingertip Graffiti
- GIF Camera Editor
- HD 4K Wallpaper
- Impressionism Pro Camera
- Microclip Video Editor
- Night Mode Camera Pro
- Photo Camera Editor
- Photo Effect Editor
გაითვალისწინეთ ისიც, რომ, შესაძლოა, Fleckpe პროგრამას სხვა აპლიკაციებიც შეიცავდეს. ამას გარდა, არსებობს უამრავი სხვა საზიანო პროგრამაც. სწორედ ამიტომ, უმჯობესია, პრევენციას მიმართოთ, ციფრულ სამყაროში სიფრთხილე გამოიჩინოთ და კიბერჰიგიენა კარგად დაიცვათ. მაგალითად, აპლიკაციები მხოლოდ სანდო წყაროებიდან გადმოიწერეთ, მანამდე კი მისი წარმომავლობა კარგად გამოიკვლიეთ.
ასევე იხილეთ: 10 ხერხი, რომლითაც კიბერჰიგიენას შეინარჩუნებ
თუკი ციფრულ სივრცეში თავის დასაცავად მეტი ინფორმაციის მიღება გსურთ და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები გაინტერესებთ, ამ ბმულზე ჩვენს სხვა სტატიებსაც გაეცნობით.
კომენტარები