Touch Platform-ის ორგანიზებით, რომელიც საქართველოში უკვე 6 წელია საერთაშორისო ტექ კონფერენციას მართავს, წელს, პირველად საქართველოში, მარტექ ფესტივალი, Touch.point ჩატარდება.

Touch.point განკუთვნილია მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის (როგორიცაა: მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მარკეტინგის მენეჯერები, პროდუქტის მენეჯერები, სოც მედია მენეჯერები, ქონთენთ მენეჯერები, კრეატიული სააგენტოს ექაუნთ მენეჯერები, სტრატეგიული მარკეტინგის სპეციალისტები, სტრატეგები, პროდუქტის ინჟინრები, ტექ მეწარმეები თუ სხვა)

ფესტივალის მთავარი მიზანია აამაღლოს ადგილობრივ ბაზარზე მარკეტინგული ტექნოლოგიების მიმართ ცოდნა და არსებული ტექნოლოგიური გადაწყვეტების პრაქტიკაში ეფექტურ დანერგვას მეტად შეუწყოს ხელი.

ტრადიციულად გამორჩეულად საინტერესო ლაინაფით ფესტივალი აუდიტორიას დატვირთულ, საინტერესო ინტერაქციებით, ინსპირაციითა და დისკუსიებით სავსე დღეს პირდება.

1000+ დელეგატი 10 სხვადასხვა ქვეყნიდან შეიკრიბება ერთმანეთისგან განსხვავებული გამოცდილებების გასაზიარებლად და ერთდღიან თავგადასავალში ერთად გადასაშვებად. ღონისძიებას ჯამში სხვა 25-მდე საერთაშორისო და ლოკალური სპიკერი ეყოლება.

პროგრამა დატვირთული იქნება მნიშვნელოვანი ინფორმაციის სავსე პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, კრეათონით, ნეთქვორქინგით და საღამოს წვეულებით.

ფესტივალის მთავარი თემებია:

  • მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგი
  • მარკეტინგის ავტომაციების ხელსაწყოები
  • ბრენდი და კულტურა
  • მომხმარებლის ქცევა
  • ციფრული ქონთენთი და “სთორითელინგი”
  • მარკეტინგი მეტავერსში

ყველა დამსწრეს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს AI კრეათონში და AI-ს გამოყენებით მარტივი ბრიფების ამოხსნაში გამოცადოს თავი. ყველაზე გამორჩეულ ნამუშევრებს, საინტერესო ჯილდოებიც ელით ღონისძიების პარტნიორებისგან.

დატვირთული დღის პროგრამის გარდა ორგანიზატორები მონაწილეებს საინტერესო საღამოს პროგრამასაც პირდებიან, რომლის დეტალებსაც ახლო მომავალში გაგვაცნობენ.

ბილეთების გაყიდვა პარასკევს, 5 მაისს დაიწყება.

ფესტივალის პარნიორები არიან: Adjaragroup, Dblock, Kettari Foundation, Cellfy, Alta, Evido, Noxtton, BRID, Lowenbrau, Borjomi,

მედია პარტნიორები: NEXTOn.ge, Enterpreneur.ge, On.ge, bm.ge, Marketer.ge