Open AI-ის ჩეთბოტმა ChatGPT-იმ ჩაშვებიდან მალევე მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. ადამიანები მას კითხვებს უსვამენ, ესაუბრებიან და ეს პროცესი იმდენად ბუნებრივი, ინტერაქციული და საინტერესოა, რომ ჩეთბოტმა ყველა რეკორდი მოხსნა.

პასუხების გაცემის, სონეტების წერის, წერილების შედგენისა და ალგორითმით გენერირებული ესეების წარმოების გარდა ჩეთბოტს უამრავი რამ შეეძლო. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და 14 მარტს ჩეთბოტის შემქმნელებმა ახალი ვერსია — GPT-4 წარადგინეს.

განახლებული ვერსია ბევრად მძლავრია და რაც მთავარია, კიდევ უფრო მულტიფუნქციურია. ის თუ რა შეუძლია მას და რას უნდა ველოდოთ, ამაზე შემდეგი პოდკასტის 75-ე ეპიზოდში ვსაუბრობთ.

ჩვენი სტუმარია დეველოპერი და კომპიუტერული ინჟინერი თემურ ჩიჩუა.

SoundCloud

PodBean

Spotify

Google Podcasts

Apple Podcasts