ნახეთ: როგორ გამოიყურება მარწყვი მიკროსკოპის ქვეშ — ეს არ მოგეწონებათ
მარწყვი ბევრი ჩვენგანისთვის საყვარელი მცენარეა, რომელსაც სიამოვნებით შევექცევით ხოლმე. ოდესმე გიფიქრიათ, როგორ გამოიყურება ის მიკროსკოპის ქვეშ? თუ კი, მაშინ ინტერესს დაგიკმაყოფილებთ, მაგრამ ვერ შეგპირდებით, რომ ამის შემდეგ მარწყვს ისევ ისე შეხედავთ, როგორც ადრე.
სოციალურ ქსელ Twitter-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მიკროსკოპში დანახულ მარწყვს გვიჩვენებს. ეს კადრები მადას ნამდვილად არ აღგიძრავთ, არამედ, დიდი ალბათობით, პირიქით იმოქმედებს, რადგან კადრში მასზე მცოცავი, მცირე ზომის არსებების მოჩანს.
თუ გგონიათ, რომ ეს კადრები ნამდვილი არაა, იმედი უნდა გაგიცრუოთ. მსგავსი ორგანიზმები მარწყვზე მართლაც ბინადრობენ. დამატებით იმასაც გეტყვით, რომ რეალურად ნაყოფი თავად ის კი არა, მასზე არსებული ყვითელი წერტილებია, რომლებიც ადამიანთა დიდ ნაწილს თესლი ჰგონია. მეტიც, მარწყვი კენკრა სულაც არაა (იხილეთ ვრცლად — უცნაური ბოტანიკა: ნაყოფი მარწყვი კი არა, მისი ყვითელი წერტილებია).
ახლა კი ისევ იმ უცნაურ ორგანიზმებს მივუბრუნდეთ, რომლებიც შეგიძლიათ YouTube-ზე გამოქვეყნებულ სხვა ვიდეოშიც იხილოთ:
ესენი პაწაწინა ტკიპების სახეობებია, რომლებიც მარწყვზე ცხოვრობენ და მრავლდებიან. სავარაუდოდ, ისინი ამ მცენარესთან ერთად ბევრ ჩვენგანს აქვს ნაჭამი, თუმცა საშიში არაფერია. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ ეს არსებები ადამიანთა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.
ერთ-ერთი ასეთი სახეობა მარწყვის ტკიპაა, რომელიც აღნიშნული მცენარის ფოთლების ძარღვების გაყოლებაზე დებს კვერცხებს. მსგავსი სახეობაა ობობასნაირი ტკიპაც, რომელიც ფოთლებს აზიანებს და მოვერცხლისფრო კვალს ტოვებს.
მარწყვის სხვადასხვა ნაწილზე კიდევ მრავალი ასეთი მავნებელი ბინადრობს. ზოგიერთი მათგანი უფრო დიდი ზომისაა, ზოგი კი კვერცხებს თვითონ მარწყვში, ყურძენსა და მოცვში დებს. მართალია, ამის წარმოდგენამაც კი შესაძლოა, მადა გაგიქროთ, მაგრამ საყვარელ "კენკრაზე" უარს ნუ იტყვით, უბრალოდ ის კარგად გარეცხეთ და მშვიდად მიირთვით.
კომენტარები