შესავალი ელექტრონიკაში — ალტე უნივერსიტეტში X, XI, XII კლასის მოსწავლეებისთვის ტრენინგი გაიმართება
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ალტე უნივერსიტეტის IT სკოლა წარმოგიდგენთ ტრენინგს "შესავალი ელექტრონიკაში".
ტრენინგის ფარგლებში X, XI, XII კლასის მოსწავლეები გაეცნობიან მიკროკონტროლერის მუშაობის პრინციპებს, ელექტრონიკის საფუძვლებსა და ელექტრონული მოწყობილობების მუშაობის პრინციპებს.
ტრენინგის მონაწილეები Arduino Uno-ს მიკროკონტროლერის ბაზაზე ააგებენ ამ მოწყობილობებისთვის ელექტრულ წრედებს, დაწერენ პროგრამულ კოდებს და მათი გამოყენებით შექმნიან მცირე პროექტებს.
ტრენინგს გაუძღვება ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სალომე ონიანი.
ჩატარების დრო: 6 აპრილი, ხუთშაბათი, 16:00 სთ.
ჩატარების ადგილი: ალტე უნივერსიტეტი, IT სკოლა, ოთახი #602.
მონაწილეობის მისაღებად, დარეგისტრირდი ამ ბმულით.
არ დაგავიწყდეს აბიტურიენტების კლუბში გაწევრიანებაც.
კომენტარები