აღმოჩინეს პარაზიტული სოკო, რომელიც ობობებს აინფიცირებს და ხოცავს
მეცნიერები ამბობენ, რომ აღმოაჩინეს ახალი პარაზიტული სოკო, რომელიც ობობებზე ნადირობს. აღმოჩენა ბრაზილიის ტროპიკულ ტყეში გაკეთდა.
იშვიათი ორგანიზმი მიეკუთვნება სოკოების ჯგუფს, რომლებიც აზიანებენ უხერხემლოებს და იღებენ მასპინძელზე მმართველობას.
ეს იმ სოკოებს მოგვაგონებს, რომლებიც მწერებს აინფიცირებენ რათა ისინი სპორების გასავრცელებლად გამოიყენონ, როგორც ეს ცნობილ პოსტ-აპოკალიფსურ სატელევიზიო დრამაში The Last of Us-ში ხდება.
სოკო რიო-დე-ჟანეიროს ჩრდილოეთით ტყეებში მოგზაურობის დროს აღმოაჩინეს. მას დასჭირდება ოფიციალური მეცნიერული აღწერა, სანამ ის ახალ სახეობად დადასტურდება.
"ეს მართლაც გასაოცარი რამაა. ისინი აინფიცირებენ ობობებს და მათ მართვას იწყებენ", — თქვა დოქტორმა ჟოაო არაუჟომ, ნიუ-იორკის ბოტანიკური ბაღის მკვლევარმა.
წამყვანმა მკვლევარმა, დოქტორმა ოსკარ ალეხანდრო პერეს ესკობარმა და დოქტორმა ნატალია პრზელომსკამ, რომლებმაც სოკო გამოიკვლიეს, თქვეს, რომ მათი ნამუშევარი ახალი სახეობის აღმოჩენას ადასტურებს. ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას საფრთხის ქვეშ მყოფ ეკოსისტემებში სხვა სახეობების იდენტიფიკაციის დასაჩქარებლად.
"ეს პროცესი მნიშვნელოვანია სოკოს ახალი სახეობების აღმოსაჩენად", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები