შენობის აგებისას სამშენებლო მასალების შერჩევას უდიდესი მნიშვნელობა რომ აქვს, ეს ყველასთვის ცნობილი ამბავია. ამ დროს აჩქარება არ ღირს — ჯობს, დინჯად და დაკვირვებით შეისწავლოთ, რომელი მასალა იქნება თქვენთვის უფრო ხელსაყრელი.

თუმცა, რასაც უნდა აშენებდეთ — სახლს, საწარმოო შენობას ან სულაც სამაცივრე საწყობს — მისი გადახურვა აუცილებლად დაგჭირდებათ. აი, სწორედ მაშინ გაიგებთ, რომ დღეს დარგის სპეციალისტები ყველაზე მეტად პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს უწევენ რეკომენდაციას. ამ მასალის მწარმოებელი პირველი კომპანია კი საქართველოში პანექსია.

რატომ პოლიურეთანის სენდვიჩ პანელები

ფოტო: პანექსი

სანამ უშუალოდ სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანია პანექსს გაგაცნობდეთ, მოდით, გავიგოთ, რა არის პოლიურეთანის სენდვიჩ პანელები და რატომ ანიჭებენ მას უპირატესობას მშენებლები დღეს.

მისი უცნაური სახელი კი შეიძლება არ გეცნობოდეთ, მაგრამ პოლიურეთანს ჩვენს ყოველდღიურობაში კარგა ხანია, ვიყენებთ. ამ მოქნილ და გამძლე მასალას მოიხმარენ მანქანების, მატრასების და ფეხსაცმელებს დასამზადებლადაც კი. პოლიურეთანის სინთეტიკური პლასტიკური სტრუქტურა მასალის მრავალგვარი დანიშნულებით გამოყენების საშუალებას იძლევა. აი, სამშენებლო სფეროში კი ის ნამდვილად უალტერნატივო მახასიათებლებით გამოირჩევა.

პოლიურეთანის სენდვიჩ პანელი მსუბუქი კონსტრუქციაა, თუმცა, ამან არ მოგატყუოთ — მძიმე ალტერნატივები გამძლეობით მასთან ახლოსაც ვერ მოვლენ. ამასთან, ასეთი პანელი შესანიშნავი თბოიზოლატორია და უძლებს ისეთ ვერაგ მტერს, როგორიც კოროზია და ამინდის ცვალებადობაა. პოლიურეთანის მკვრივ სტრუქტურას ვერც ობი და სოკო აკლებს ვერაფერს. სწორედ ამ მიზეზების გამო, მსგავსი პანელები გადახურვისთვის ზედგამოჭრილ საშუალებად მიიჩნევა და ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სახის შენობების აგებისას.

რას გთავაზობთ პანექსი

ფოტო: პანექსი

როგორც ვთქვით, პანექსი საქართველოში პოლიურეთანის სენდვიჩ პანელების მწარმოებელი პირველი კომპანიაა. ის ასევე აწარმოებს სხვა ინდუსტრიულ სამშენებლო მასალებსაც.

2015 წელს დაფუძნებულმა პანექსმა გასულ წელს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა — მენეჯმენტის შეცვლასთან ერთად, საწარმოო ხაზიც განახლდა და კომპანიამ ქართულ ბაზარზე კიდევ უფრო მყარად მოიკიდა ფეხი. მათი საქმიანობის ქვაკუთხედი კი პროდუქციის მაღალი ხარისხის შენარჩუნება და პროცესის მოქნილობაა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ პანექსის პანელები მთლიანად ქართული პროდუქტია.

კომპანიის ქარხანაში, რომელიც რუსთავში, წითელი ხიდის გზატკეცილის მე-17 კმ-ზე მდებარეობს, იწარმოება კედლის და სახურავის სენდვიჩ პანელები, აქსესუარები და მაცივრის კარები.

პანექსის სენდვიჩ პანელები ეკონომიური, მსუბუქი და გამძლე სამშენებლო მასალაა. ის შესანიშნავი საშუალებაა თბო და ბგერითი იზოლაციისთვის. ამასთან, მასალა ცეცხლგამძლეცაა და ხანძრის გაჩენა-გავრცელებას ხელს უშლის.

პანექსის წარმოებული ინოვაციური პოლიურეთანის სენდვიჩ პანელები გამოიყენება კომერციული და საჯარო ნაგებობების მშენებლობისთვის. ამასთან, მათი საშუალებით, საწარმოო შენობების, სამაცივრე და საყინულე საწყობების მოწესრიგებაც შეიძლება — ეს ხომ იდეალური მასალაცაა თბოსაიზოლაციო შეფუთვისთვის.

აღსანიშნავია, რომ პანექსის პროდუქციის წარმოების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები სპეციალისტები ევროპიდან. სწორედ მათი დაკვირვების ქვეშ ხდება ხარისხისა და სტანდარტის შენარჩუნება.

ფოტო: პანექსი

პანექსის წარმატებული პროექტები

კომპანიის წარმოებული სამშენებლო მასალები რომ სხვადასხვა სახის შენობების აგებისთვის გამოიყენება, ეს უკვე ვახსენეთ. თუმცა, ახლა უფრო წვრილად მოგიყვებით იმ პროექტებზე, რომლებიც სწორედ პანექსის პროდუქციის გამოყენებით განხორციელდა.

კოკა-კოლას, ბრედფილდის, ბარამბოს, ბოინგის და გუდვილის შენობები — ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია მათი წარმატებული პროექტებიდან.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს კოკა-კოლას ქარხანა, რომლის მშენებლობაც 2018 წელს დაიწყო და 2019 წლის ზაფხულში დასრულდა. შენობის ასაგებად 18 500 კვ.მ. სახურავის პანელი და 6 500 კვ.მ. კედლის პანელი გამოიყენეს. პანელების სისქე 5 სმ გახლდათ.

ფოტო: პანექსი

დაბოლოს, პანექსის წარმატების უკეთ შესაფასებლად, ზოგ რამეს რიცხვებით მოგიყვებით:

კომპანიის წარმოებული პროდუქციის 25 პროცენტი ექსპორტზე გადის მეზობელ ქვეყნებში. ამასთან, ყოველწლიურად პანექსის პანელებით 100-ზე მეტი ინდუსტრიული შენობა იგება. გასულ წელს 300 ათასი კვ.მ. პანელი დამზადდა, წლევანდელი წლის გეგმა კი ბევრად მეტს, 500 ათას კვ.მ.-ს შეადგენს. ამ დროისთვის კომპანიაში 50-მდე ადამიანია დასაქმებული.

პანექსისა და მისი წარმოებული პროდუქციის შესახებ უფრო მეტს კი კომპანიის ვებგვერდიდან შეიტყობთ.