Facebook აპლიკაციაზე Messenger-ის დაბრუნება იგეგმება — კომპანია ახალ ფუნქციას ტესტავს
რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ Facebook აპლიკაციაზე Messenger-ის დაბრუნება იგეგმება.
Facebook აპლიკაციიდან Messenger 2014 წელს გაუქმდა, მას შემდეგ კი მომხმარებლებს შეტყობინებების ფუნქციით სარგებლობისათვის ცალკე აპლიკაციაზე გადასვლა უხდებათ.
ტომ ელისონის, Facebook-ის ხელმძღვანელის, განცხადებით, კომპანია ხალხისათვის ფუნქციას ტესტავს, რომლითაც Messenger-ის "ინბოქსში" Facebook აპლიკაციის შიგნიდანვე გადავლენ. მისი თქმით, საცდელი ფუნქცია მალე მეტ მომხმარებელთან გამოჩნდება.
CNN-თან საუბრისას ელისონმა ისიც დაამატა, რომ ეს ინფორმაციის უფრო მარტივად გაზიარებაში დაგვეხმარება, Messenger აპლიკაციის გამოყენების გარეშე.
როგორც ჩანს, კომპანიის მხრიდან ეს კიდევ ერთი მცდელობაა მომხმარებელთა კეთილგანწყობის დასაბრუნებლად. ელისონის ბლოგპოსტი შემდეგნაირად იწყება: "საპირისპიროზე მეტყველი უწყებების მიუხედავად, Facebook არც მომკვდარა და არც კვდება, არამედ ნამდვილად ცოცხალია და ყვავის დღეში 2 მილიარდი აქტიური მომხმარებლით".
ამ ცვლილების მიზეზი TikTok-თან გაჩაღებული მზარდი კონკურენციაცაა. ელისონი იმედოვნებს, რომ ახალი ფუნქცია და ჩვენთვის საქმის გამარტივება Meta-ს აპლიკაციებს უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარება.
Engadget-ის მიხედვით, თავდაპირველად, 2014 წელს, Facebook აპლიკაციიდან Messenger იმისათვის გაუქმდა, რომ Messenger მობილურზე შეტყობინებების გასაგზავნად მაქსიმალურად კარგი საშუალება გამხდარიყო. ამასთანავე, სურდათ აერიდებინათ დაბნეულობა, რომელსაც Facebook აპლიკაციაში რამდენიმე განსხვავებული გამოცდილება გამოიწვევდა.
კომენტარები