ფიზიკოს რონალდ მალეტს რეალური დროის მანქანის შექმნა სურს, რომელიც იყენებს ლაზერებს. ბავშვობიდან გატაცებული ამ კონცეფციით, ის ახლა 77 წლისაა. ის ასწავლიდა ფიზიკას კონექტიკუტის უნივერსიტეტში და დღემდე თვლის, რომ მბრუნავ ლაზერულ მარყუჟს სივრცე-დროის გამრუდება შეუძლია.

მაგრამ ეს მარტივი არ იქნება. იმის მიხედვით, რაც ახლა ფიზიკის შესახებ ვიცით, დროში მოგზაურობა კომპლექსური საკითხია მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად არის ნაჩვენები სამეცნიერო ფანტასტიკაში.

როგორც ჩვენ ფიზიკის კანონები გვესმის, ის არ იძლევა წარსულში მოგზაურობის საშუალებას ისე, რომ შეესაბამებოდეს მიზეზობრიობას. ეს იმას ნიშნავს, რომ მოვლენები არ შეიძლება მოხდეს მიზეზებზე ადრე. თუმცა, ზოგიერთი თეორია, როგორიცაა ფარდობითობის ზოგადი თეორია და ჭიის ხვრელების იდეა, შესაძლებელს ხდის დროში მოგზაურობას. ეს მოდელები ეფუძნება ბევრ ალბთობას და მოითხოვს პირობებს, რომლებსაც ვერ მივაღწევთ ჩვენი ამჟამინდელი ტექნოლოგიით.

მალეტის აზრით, მას ამ გამოწვევის გადაჭრა შეუძლია. მისი იდეა არის ხელოვნური შავი ხვრელის შექმნა, რომელსაც შეუძლია შექმნას გრავიტაციული ველი. ამას შეუძლია გამოიწვიოს დროის მარყუჟები და წარსულში მოგზაურობის შესაძლებლობა, ნათქვამია The Guardian-ის სტატიაში. მალეტმა ამ ტექნოლოგიის პროტოტიპიც შეიმუშავა.

მალეტის აზრით, "სინათლეს შეუძლია შექმნას გრავიტაცია და თუ გრავიტაციას შეუძლია გავლენა მოახდინოს დროზე, მაშინ სინათლესაც შეუძლია გავლენა მოახდინოს დროზე".

"დავუშვათ, რომ გაქვთ ფინჯანი ყავა. დაიწყეთ ყავის მორევა კოვზით. დაიწყო ტრიალი? ასევე აკეთებს მბრუნავი შავი ხვრელი. აინშტაინის თეორიაში სივრცე და დრო ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამიტომაც ჰქვია მას სივრცე-დრო. ასე რომ, როდესაც შავი ხვრელი ბრუნავს, ის დროზეც მოქმედებს", — განუმარტა The Guardian-ს მალეტმა.

და ეს კონცეფცია საიდანღაც უნდა დაწყებულიყო. რამდენიმე წლის წინ მელეტმა თქვა, რომ ძმებ რაიტებს უბრალოდ თვითმფრინავი არ შეუქმნიათ.

"თავდაპირველად რიტებმა ააშენეს ქარის გვირაბი, რათა განესაზღვრათ თვითმფრინავის ფრთების ოპტიმალური კონფიგურაციები. დროის მანქანის მშენებლობასთან დაკავშირებით, ქარის გვირაბი უნდა აშენდეს თვითმფრინავამდე", — თქვა მაშინ მან.

ამიტომ, მალეტმა შექმნა თავისი პროტოტიპი. მას მიაჩნია, რომ ამან შეიძლება იმუშაოს. ის ამტკიცებს, რომ წარსულში დაბრუნება ლიმიტირებული იქნება იმ მომენტამდე, როდესაც მარყუჟი შეიქმნება. ანუ, ამაზე უკან დაბრუნება შეუძლებელი იქნება.

შემდეგი პოდკასტი: დროში მოგზაურობა — მეოთხე განზომილების დამორჩილება

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.