ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ოპიოიდებზე დამოკიდებულების სამკურნალო მედიკამენტებს ქმნიან
დაახლოებით სამ მილიონ ამერიკელს აქვს ოპიოიდების მიმართ დამოკიდებულება. ყოველწლიურად 80 000-ზე მეტი ამერიკელი ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული ზედოზირების გამო იღუპება.
ოპიოიდური ნივთიერებები ფუნქციონირებენ ოპიოიდური რეცეპტორების გააქტიურებით, რაც იწვევს ტკივილის შემსუბუქებასა და სიამოვნებას. სამწუხაროდ, ისინი ასევე იწვევენ ფიზიკურ დამოკიდებულებასა და სუნთქვის დაქვეითებას, რაც, გადაჭარბებული დოზის შემთხვევაში ფატალურად სრულდება.
პრეკლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ შესაბამისი კაპა-ოპიოიდური რეცეპტორების ბლოკირება შეიძლება დაგვეხმაროს ოპიოიდური დამოკიდებულების მკურნალობაში.
ახალი წამლების აღმოჩენა
ლესლი სალას ესტრადა, აიკანის მედიცინის სკოლის მეცნიერი მიიჩნევს, რომ შეამსუბუქებს ოპიოიდურ დამოკიდებულებას იმ წამლების აღმოჩენით, რომლებიც აფერხებენ კაპა-ოპიოიდურ რეცეპტორს.
"თუ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ხართ და ცდილობთ თავის დანებებას, ეს მარტივი არაა და ამის გადალახვა ნამდვილად რთულია. ოპიოიდების დიდი რაოდენობით მოხმარების შემდეგ, თქვენი ტვინი მასზე დამოკიდებული ხდება და დროსთან ერთად სულ უფრო მეტი დოზა სჭირდება. თუმცა ცხოველებზე კვლევისას კაპა ოპიოიდური რეცეპტორის აქტივობის ბლოკირება აჩვენებს დამოკიდებულების შემცირებას", — განუმარტა ესტრადამ NeuroscienceNews-ს.
ამისთვის საჭიროა იმ წამლების აღმოჩენა, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ დაბლოკონ კაპა-ოპიოიდური ცილების რეცეპტორები. სწორედ ამიტომ, წამლების აღმოჩენის სისტემების ოპტიმიზაციისთვის ესტრადა ხელოვნურ ინტელექტს იყენებს.
პირველი წარმატება
ხელოვნურ ინტელექტს უზარმაზარი ინფორმაციის დამუშავება და მისგან შესაბამისი მონაცემების ამოცნობა შეუძლია. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ მსგავს სისტემებს დიდი პოტენციაილი აქვთ.
საწყის კვლევებში ხელოვნური ინტელექტი წარმატებული აღმოჩნდა. მკვლევრებმა უკვე გამოავლინეს რამდენიმე ნაერთი, რომლებსაც აქვთ პერსპექტივა. ახლა ისინი მიზნად ისახავენ ნაერთების სინთეზირებას და საბოლოო გამოცდას.
საბოლოო მიზანი, ესტრადას თქმით, არის დაეხმარონ იმ ადამიანებს, რომლებიც ადიქციას ებრძვიან.
კომენტარები