ნახეთ: მეცნიერებმა 9 600 წლის წინ მცხოვრები კაცის სახე აღადგინეს
1997 წელს არქეოლოგებმა ბრაზილიის სერა და კაპივარას ეროვნულ პარკში ჩონჩხი აღმოაჩინეს. თავის ქალას ზომისა და ფორმის მიხედვით, მათ ნაშთები ქალისას მიაკუთვნეს და ზუზუ უწოდეს. თუმცა იყვნენ მკვლევრებიც, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ჩონჩხი კაცის იყო.
ახლა კი თავის ქალას შესწავლა ამ დებატებს ერთხელ და სამუდამოდ ასრულებს.
გასულ წელს მკვლევრებმა თავის ქალას ათობით ფოტო გადაუღეს, რომელიც გამოფენილია ბრაზილიაში, პარანას ბუნების მუზეუმში. ფოტოგრამეტრიის გამოყენებით, მათ ციფრულად გააერთიანეს სხვადასხვა რაკურსიდან გადაღებული 57 ფოტო, რათა შეექმნათ თავის ქალას ვირტუალური 3D მოდელი.
"მიზანი იყო გამოგვეჩინა ამ ინდივიდის სახე, რომელიც ასე იდუმალი და მნიშვნელოვანია ბრაზილიის ისტორიისთვის", — აღნიშნულია კვლევაში.
"მცდელობა აღვადგინოთ ის გარეგნობა, რომელიც ინდივიდს ათასობით წლის წინ ჰქონდა, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. მთავარი ინტერესი მაინც სახის დანახვა იყო", — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი მოაკირ ელის სანტოსი.
მკვლევრებმა ამისთვის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT სკანირება) გამოიყენეს.
"საჭირო გახდა ცოცხალი დონორების ჩართვაც და ეს თავის ქალას სტრუქტურის კორექტირებისთვის", — ამბობენ მკვლევრები.
საბოლოოდ მკვლევრებმა მიიღეს ორი შედეგი, ორივე ასახავს ახალგაზრდას ფართო ცხვირით და ტუჩებით. ერთი მოიცავდა თმასა და წარბებს ვირტუალური დონორების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მეორეში კი ზუზუ იყო დახუჭული თვალებით და თმის გარეშე.
"როდესაც ზუზუს თავის ქალას ვუყურებ, ამ დროს იაზრებ თუ როგორი იქნებოდა ის ცხოვრებაში. ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უძველესი წინაპარი". — ამბობს სანტოსი.
კომენტარები