პარანორმალური შეგრძნებები ძილის პრობლემებთან არის დაკავშირებული — კვლევა
ღამე ასოცირდება პარანორმალურ აქტივობებთან, როდესაც ნაკლები სინათლეა. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთკავშირი ჯერ კიდევ ბუნდოვანია, ახალი კვლევა აჩვენებს საინტერესო კვეთას პარანორმალურ შეგრძნებებსა და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღამის აქტივობასთან — ძილთან.
ახალ კვლევაში, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძილის დაბალი ხარისხი დაკავშირებულია მოჩვენებებისა და დემონების ძლიერ რწმენასთან. მეტიც, ეს კავშირშია სიკვდილის შემდეგ მკვდრებთან კომუნიკაციის "უნართან" და უცხოპლანეტელებთან "კომუნიკაციასთან".
ძილის ხარისხთან კავშირის გარდა, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს ყველაფერი ასევე დაკავშირებულია იზოლირებულ ძილის დამბლასთან და აშლილობასთან, რომელიც ადამიანებში ჰალუცინაციურ ხმებს იწვევს.
იზოლირებული ძილის დამბლის დროს ადამიანი აცნობიერებს სიფხიზლეს, მაგრამ სხეულს ბოლომდე მაინც ვერ ფლობს.
"ჩვენ ამ ყველაფრის პირდაპირი კავშირი აღმოვაჩინეთ. ეს შემდგომ გამოკვლევებს იმსახურებს", — წერენ მკვლევრები.
ეს დასკვნები ზოგადად ემთხვევა წინა კვლევებს, რომლებმაც ასევე აღმოაჩინეს კავშირი პარანორმალურ აქტივობებსა და ძილის ცვლადებს შორის, განსაკუთრებით ძილის დამბლას შორის.
მეცნიერებმა კვლევა ონლაინ გამოკითხვის საშუალებით ჩაატარეს. კვლევა გამოქვეყნდა BBC Science Focus Magazine-ის მიერ. ისინი დააკვირდნენ 8853 მონაწილეს, რომლებმაც უპასუხეს კითხვებს რამდენიმე პარანორმალური შეგრძნებისა და ძილის ცვლადების შესახებ.
"კვლევამ გამოავლინა, რომ პარანორმალური მოვლენების "აღქმა" ასოცირდება ძილის ცუდ ხარისხთან", — აცხადებენ კვლევის ავტორები.
მიუხედავად იმისა, რომ ახალმა კვლევამ შეიძლება ხელი შეუწყოს პარანორმალურ შეხედულებებსა და ძილის ცვლადებს შორის კავშირის გაგებას, როგორც ჯვარედინი კვლევა, ის არ იყო შემუშავებული იმის გასარკვევად, თუ რატომ არის დაკავშირებული ეს ორი რამ ერთმანეთთან.
თუმცა, ავტორები გვთავაზობენ გარკვეულ ვარაუდებს. იმის გამო, რომ ძილის დამბლა შეიძლება მოიცავდეს ვიზუალურ და სმენად ჰალუცინაციებს, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ პარანორმალური მოვლენების "აღქმა" დაკავშირებულია ძილის დარღვევასთან.
"ამ ასოციაციების ერთ-ერთი ახსნა არის ის, რომ ძილთან დაკავშირებული აშლილობა ჰალუცინაციებს იწვევს. ეს ჰალუცინაციები ხშირად, როგორც ზებუნებრივი მოვლენა ისე აღიქმება", — ამბობენ მკვლევრები.
ავტორები აცხადებენ, რომ მათი კვლევა გვთავაზობს ახალ შეხედულებებს ძილისა და პარანორმალური რწმენის კავშირზე.
კვლევა Journal of Sleep Research-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები