Microsoft ინვესტიციას ხელოვნურ ინტელექტში დებს და 10 000 თანამშრომელს ემშვიდობება
OpenAI-სთან შესაძლო მრავალმილიარდიანი გარიგების ფონზე, Microsoft-მა განაცხადა, რომ 10 000 თანამშრომელს ათავისუფლებს. ეს ნიშნავს, რომ კომპანია თავისი თანამშრომელბის დიდ ნაწილს დაითხოვს.
თანამშრომლებისთვის გაგზავნილსა და კომპანიის ბლოგზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ თქვა, რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანია თავისი მუშახელის ხუთ პროცენტს დაითხოვს.
ნადელამ დაამატა, რომ სამუშაო ადგილების შემცირებით, კომპანიას დარჩება 1,2 მილიარდი აშშ დოლარი. ეს ყველაფერი კი ხელოვნურ ინტელექტს მოხმარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის დასაწყისიდან, Microsfot კვირაში დაახლოებით 1 600 თანამშრომელს ემშვიდობება. მეტიც, Bloomberg იტყობინება, რომ Amazon-იც იწყებს სამუშაო ადგილების შემცირებას, რაც 18 000-მდე ადამიანს უმუშევრად დატოვებს.
პროგნოზის მიხედვით, მომავალში Amazon-ს დასაქმებულებზე მეტი რობოტი თანამშრომელი ეყოლება
ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ Microsoft OpenAI-სთვის 10-მილიარდიან ინვესტიციას ამზადებს. OpenAI განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ინოვაციური ჩეთბოტი ChatGPT წარადგინა.
Microsoft OpenAI-სთვის 10-მილიარდიან ინვესტიციას ამზადებს
ცნობისთვის, Microsoft-მა უკვე ჩადო მინიმუმ $1 მილიარდი OpenAI-ში და ფაქტობრივად, იყო ერთ-ერთი პირველი ბიზნესი, რომელმაც კომპანიაში დიდი ინვესტიცია დაიწყო.
კომენტარები