კიბოს ვაქცინა სულ უფრო რეალური ხდება — Moderna-სა და Merck-ს დამაიმედებელი შედეგები აქვთ
სამშაბათს, Moderna-მ და Merck-მა მნიშვნელოვანი შედეგები გამოაცხადეს. საუბარია კომპანიების ერთობლივ ნამუშევარზე — კიბოს პერსონალიზებულ mRNA ვაქცინაზე.
სამკურნალო საშუალებების ძლიერი კომბინაცია
ამ ორი ელემენტის კომბინაციამ III/IV სტადიის მელანომის მქონე პაციენტებში სრული რეზექციის შემდეგ სიკვდილიანობის რისკი 44 პროცენტით შეამცირა.
"დღევანდელი შედეგები ძალზედ დამაიმედებელია კიბოს მკურნალობის მხრივ. mRNA იყო მნიშვნელოვანი COVID-19-ისთვის და ახლა, პირველად, ჩვენ ვაჩვენეთ mRNA-ის პოტენციალი მოახდინოს გავლენა მელანომაზე", — თქვა სტეფან ბანსელმა, Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.
"ჩვენ დავიწყებთ დამატებით კვლევებს მელანომასა და კიბოს სხვა ფორმებზე, რათა პაციენტებს კიბოს ინდივიდუალური მკურნალობა შევთავაზოთ. ჩვენ მოუთმენლად ველით მონაცემების სრულად გამოქვეყნებას და შედეგების გაზიარებას მომავალ ონკოლოგიურ სამედიცინო კონფერენციაზე", — თქვა დოქტორმა დინ ი.ლიმ, Merck Research Laboratories-ის პრეზიდენტმა.
"ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ჩვენი გუნდები მჭიდროდ მუშაობდნენ ერთად, აერთიანებდნენ ჩვენს გამოცდილებას mRNA-სა და იმუნო-ონკოლოგიაში. ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით კიბოს მქონე პაციენტებში შედეგების გაუმჯობესებაზე. კვლევის შედეგები ამაღელვებელია სფეროსთვის. ეს მონაცემები იძლევა პირველ მტკიცებულებას, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ რეციდივის გარეშე გადარჩენის მაჩვენებლები. დასკვნები იძლევა პირველ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ პერსონალიზებული ნეოანტიგენური მიდგომა შეიძლება იყოს მომგებიანი მელანომის დროს", — ამბობენ მკვლევრები.
მკურნალობასთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენები აღინიშნა პაციენტების მხოლოდ 14.4 პროცენტში, რომლებმაც მიიღეს mRNA ვაქცინის და KEYTRUDA-ს კომბინირებული მკურნალობა.
მე-3 ფაზის კვლევა უნდა განხორციელდეს
კომპანიები მელანომის მქონე პაციენტებში მე-3 ფაზის კვლევის დაწყებას გეგმავენ და ეს 2023 წლიდან დაიწყება.
კიბოს პერსონალიზებული ვაქცინა იმუნურ სისტემას კიბოს წინააღმდეგ ამზადებს. Moderna-სა და Merck-ის მიერ შექმნილი ვაქცინა იმუნური პასუხის სტიმულირებისთვის T უჯრედების სპეციფიკური რეაქციას წარმოქმნის. ეს პაციენტის სიმსივნის უნიკალური მუტაციის მიხედვით ხდება.
კომენტარები