პარტნიორის კონტენტი

სიახლეები, რომელსაც სულაკაურის გამომცემლობა საახალწლო ფესტივალზე დაგახვედრებთ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება
სტატიას წარმოგიდგენთ

თუ ახალი წელი შენთვისაც ჯადოქრობასთან ასოცირდება, 2023-თან შესახვედრად აუცილებლად დაგჭირდება ახალი და უკვე კარგად ნაცნობი მეგზურები. ისინი წიგნების საახალწლო ფესტივალზე შეგიძლია იპოვო, რომელიც 16-18 დეკემბერს, ექსპო ჯორჯიას მე-4 და მე-5 პავილიონებში გაიმართება. ტრადიციისამებრ, სულაკაურის გამომცემლობა არაერთი სიახლითა და ღონისძიებით გელოდებათ, როგორც ბავშვებისთვის, ასევე, უფროსებისთვის, რაზეც ამ სტატიაში გიამბობთ.

წიგნები ბავშვებისთვის

გაიცანი ტიმი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა


გაიცანი ტიმი პატარა ამბების სერიიდანაა. წიგნი ფერადი ილუსტრაციებითაა გაფორმებული, ოთხ სახალისო ამბავს აერთიანებს და პატარებს, ბაჭიას მაგალითზე, კარგად მოქცევას ასწავლის.

ეს ისტორია თქვენს პატარებს უამბობთ, რა უნდა ქნან, როცა ისედაც ბევრი და-ძმა ჰყავთ, რომლებსაც ყველაფერი უნდა გაუყონ, და იგებენ, რომ მალე კიდევ ერთი შეემატებათ. ან, როგორ მოიქცნენ, როცა ყველაზე საყვარელ სათამაშოს კარგავენ, რომლის გარეშე დაძინებაც არ შეუძლიათ. გაიგებენ იმასაც, რა ქნან, როცა საუკეთესო მეგობარს ებუტებიან და მის გარეშე ვერავისთან თამაშობ ხალისით. წიგნის გმირი, ბაჭია ტიმი ყოველთვის პოულობს საუკეთესო გამოსავალს და გულითად მადლობასაც იმსახურებს მშობლებისა და და-ძმებისაგან.

მე და ჩემი დრაკონები 2

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

იცი, რომ ტომასსა და მის მეგობრებს დაუჯერებელი ამბავი შეემთხვათ და ყველასგან მალულად პატარა დრაკონებს ზრდიან? საოცარია, არა?! საოცარი და წარმოუდგენლად, რთულიც!

გაინტერესებთ, როგორ გადაარჩინეს ხე და როგორ დააღწიეს "შარის მეფის" ხრიკებს თავი მეგობრებმა? ამას ბიჭისა და დრაკონების თავგადასავლის ახალ წიგნში გაიგებთ, ამიტომ არ გამოტოვოთ.

მწვანე ტბის ბანაკი / როსი

მწვანე ტბის ბანაკი დღეისათვის მოზარდთა ლიტერატურის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად მიიჩნევა და არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. ამ წიგნით გაიგებთ, რომ ილნეტსების საგვარეულო წყევლამ და მასთან დაკავშირებული უიღბლობების წყებამ გვარის უმცროს წარმომადგენელს, სტენლი ილნეტსსაც უწია, შედეგად თავი დიდ ხათაბალაში გაყო, უფრო სწორად, ხათაბალა პირდაპირ თავზე დაეცა და მოზარდთა გამოსასწორებელ კოლონიაში – მწვანე ტბის ბანაკში მოხვდა.

რაც შეეხება როსის, ეს ისტორია რობ ჰარელმა საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაწერა. მასში ავტორი იუმორით მოგვითხრობს ნამდვილ მეგობრობასა და იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდეთ რეალურ პრობლემებს, როცა საშუალო სკოლაში ვსწავლობთ.

პრინცესა ანაბელი/მხიარული ოჯახი და სხვებიც

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

საბავშვო წიგნი პრინცესა ანაბელი სარკიდან გადმოსული პრინცესასა და ანას მეგობრობის შესახებ გვიამბობს. წაკითხვისას მათთან ერთად გაეხვევი უცნაურ, დაუჯერებელ და სასაცილო თავგადასავლებში.

მხიარული ოჯახი და სხვებიც კი გაგაცნობს დუდოს და მის ოჯახს: კატებიანი დირექტორი და უუმკაცრესი მერი მასწი, ექს-ცენ-ტრი-კუ-ლი წითელბანტა და სიმონზე შეყვარებული ნორა, ტარტალინა კუზინე თხიან-ჩემოდან-ჩიტებიანად, ბაყაყი კუანა (აჰ, უკაცრავად, კუაკუა) და სხვები. ჰო, და კიდევ ჯადოქარი პოსი, რომელიც ერთხელ ისე გაბოროტდა, რომ… დანარჩენს აღარ გიამბობთ, რომ პირველად წაკითხვის სიამოვნება არ წაგართვათ.

მსოფლიოს მოკლე ისტორია / მეცნიერება — მოკლე ისტორია

მსოფლიოს მოკლე ისტორი პირველად 1935 წელს გამოიცა ვენაში. მას შემდეგ გამოცემა არაერთხელ გადამუშავდა და დღეს ისტორიის ფასდაუდებელ გზამკვლევად მიიჩნევა მთელს მსოფლიოში. აქ მკითხველს არ დახვდება მშრალი ფაქტებისა და თარიღების ნუსხა, ავტორი მხატვრული ოსტატობით აცოცხლებს ადამიანის დედამიწაზე ცხოვრების ღირსშესანიშნავ მოვლენებს, მიღწევებსა თუ გამოგონებებს.

რაც შეეხება მეცნიერება — მოკლე ისტორიას, მას მეცნიერების დიდ თავგადასავალსაც უწოდებენ, რომელიც მკითხველს ამოგზაურებს მეცნიერების ისტორიაში მესოპოტამიის უძველესი ცივილიზაციებიდან ციფრულ რევოლუციამდე. ავტორთან ერთად შეისწავლით კოსმოსს, მოინახულებთ დედამიწის შრეებს, აღმოაჩენთ ადამიანის ორგანიზმსა თუ უმცირეს ცოცხალ არსებებს; შეიტყობთ, როგორ განვითარდა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა, როგორ შეისწავლეს ფიზიკოსებმა ელექტროენერგია, მიზიდულობის ძალა თუ ატომების სტრუქტურა…

წიგნები უფროსებისთვის

ლიტოდისეა — ახალი დასახელებები

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

გვინდა გაგახაროთ, ლიტოდისეა გრძელდება და სერიას კოსმოკომიკური ამბები, მკვდარი არმიის გენერალი და ოქროს სახლი შეემატა.

კოსმოკომიკური ამბები 1963-64 წლებში დაწერილი 12 მოთხრობაა, რომელიც პირველად 1965 წელს დაიბეჭდა. ქართული გამოცემა კი პირველი ქართული თარგმანია კოსმოკომიკური ამბების სრული გამოცემისა, რომელიც იტალიაში 1997 წელს გამოვიდა სახელწოდებით – ყველა კოსმოკომიკური ამბავი.

ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი, სახალისო ამბებს გვიყვება სამყაროს წარმოშობაზე, დროისა და კოსმოსის ევოლუციაზე; გვიამბობს ატომის, მოლეკულის, უმარტივესი ცოცხალი ორგანიზმის, მოლუსკის, თევზის, ფრინველის, დინოზავრისა თუ ადამიანის პირით... ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ შეუძლებელია, საგნებსა თუ მოვლენებს ძველებურად ვუყუროთ, უფრო მეტად არ შევიყვაროთ სამყარო.

მკვდარი არმიის გენერალი გვიამბობს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 20 წლის შემდგომ მომხდარ ისტორიას, რომელშიც ერთი იტალიელი გენერალი, მღვდლის თანხლებით, რომელიც ასევე იტალიის არმიის პოლკოვნიკია, ალბანეთში მიდის ომის დროს დაცემული თანამემამულეების ცხედრების საპოვნელად. მისია ძნელი, საინტერესო და მოულოდნელი თავგადასავლებით სავსე აღმოჩნდება.

ოქროს სახლში სამშობლოდან გადახვეწილი სალმან რუშდი ასევე სამშობლოდან გადახვეწილი კაცის ამბავს გვიყვება. ეს არის წიგნი ემპათიაზე, რომლის გამოხატვის არჩევანის წინაშე, პერსონაჟების გარდა, მკითხველიც დგება.

ზამთარი

ზამთარი ალი სმითის მიერ დანახულ დღევანდელობას ასახავს. აქ აღმოაჩენთ, რომ ის, რაც თითქოს ზოგადსაკაცობრიო განსაცდელად გამოყურება, თურმე შეიძლება სავსებით ნაცნობი, ახლობელი და ხელშესახები იყოს ჩვენი, ქართული სინამდვილისთვისაც.

მექსიკური დღიური

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

არჩილ ქიქოძე გვიმხელს, რომ ამ წიგნს დღიური ძალიან პირობითად ჰქვია, რადგან ის ორ ნაწილად დაწერა თბილისში უმშვენიერესი ქვეყნიდან ორჯერ დაბრუნებულმა.

"ეს არც ტურისტული გზამკვლევია და არც რომანი, მე თვითონაც არ ვიცი, რა ჟანრისაა წიგნი, რომლის წერაც მხოლოდ სიხარული იყო ჩემთვის, ისევე როგორც ქვეყანა, რომლის ხალხის და ბუნების აღწერაც გავბედე", – გვიამბობს არჩილ ქიქოძე.

წიგნს განსაკუთრებულობას ისიც მატევს, რომ მასში ავტორის მიერ მოგზაურობისას გადაღებულ ფოტოებს შეხვდებით.

სიკვდილის ლურჯი ეკრანი

ამ წიგნში ყველაფერი "პლანეტის ფინანსური თუ პოლიტიკური ცენტრებისგან მოშორებით, იმერეთის ერთ პატარა სოფელში, ერთ უცნაურ კაცთან საუბრის შემდეგ" იწყება…

ალბათ, ყველას გინახავთ სიკვდილის ლურჯი ეკრანი. უფრო მეტად ცნობილია მისი ინგლისური სახელწოდება BSD (A Blue Screen of Death). ესაა მდგომარეობა, როდესაც კომპიუტერის ოპერაციული სისტემა აპარატული ან პროგრამული შეცდომების შედეგად ვეღარ ფუნქციონირებს, "იჭედება" და არსებობს ერთადერთი გამოსავალი – კომპიუტერის გადატვირთვა. დაახლოებით ასეთი რამ ემართება რომანის მთავარ გმირს, რომელსაც საოცარი ამბავი გადახდება თავს.

ღონისძიებები

იმისთვის, რომ პატარა მკითხველებს განსაკუთრებული საახალწლო განწყობა ჰქონდეთ, სულაკაურის გამომცემლობა რამდენიმე სახალისო აქტივობას შემოგთავაზებთ:

  • პარასკევს, 16 დეკემბერს, 15:00-16:00 საათამდე — კაპიტანი ტრიკოს ვორქშოპი ბავშვებისთვის;
  • შაბათს, 17 დეკემბერს, 15:30-16:00 საათამდე — შეხვედრა საბავშვო ავტორ ლელა ცუცქირიძესთან.
  • კვირას, 18 დეკემბერს, 15:00-15:30 საათამდე — ბინგო! — ლიტერატურული თამაში ბავშვებისთვის და უფროსებისთვის.

ასევე, გელით ძალიან საინტერესო პანელური დისკუსიები:

დისკუსიებს წარმოგიდგენთ თიბისი ახალი თაობისთვის და სულაკაურის გამომცემლობა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. საახალწლო საჩუქრები — ქართული სოციალური საწარმოები, რომელთა პროდუქტებითაც ნებისმიერს გაახარებთ
  2. ოქსფორდის წლის სიტყვად "ტვინის ლპობა" დასახელდა — აი, რას ნიშნავს ეს
  3. მითია თუ რეალობა? — ქვიზი 1956 წლის რეპრესიებზე
  4. ქვიზი: მოგვიყევი შენს მეგობარზე და გეტყვით, რა აჩუქო ახალ წელს
  5. საბა 2024-ის გამარჯვებულები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ